არაფერს მეუბნებოდა-უბრალოდ იდგა და ერთიანად ცახცახებდა-ბოლოს კი ცხარე ცრემლებით ატირდა,მაგრად ჩამეხუტა და მითხრა:
-პრინცესავ,ჩვენ მხოლოდ შენი დაცვა გვინდოდა-სწორედ ამიტომ გიმალავდით ამ ყველაფერს.
არც კი ვიცოდი,რა მეთქვა-უბრალოდ ქანდაკებასავით გაშეშებული ვიდექი და სიბრაზისგან სახეაწითლებული ვცდილობდი სიტყვებისთვის თავის მოყრას-ბოლოს კი,როცა ვიგრძენი,რომ მეტს ვეღარ ვუძლებდი,გააფთრებულმა ვუყვირე:
-ეშტონ,შენ რა-გაგიჟდი? გგონია ამით ყველაფერს გამოასწორებ?!
არც ამჯერად უთქვამს რამე-ისევ ისე იდგა,როგორც მანამდე და მუდარით სავსე თვალებით მიყურებდა-ბოლოს კი ტირილისგან ჩამწყდარი ხმით მითხრა:
-საყვარელო,გთხოვ,სახლში დაბრუნდი-ბიჭები გეძებენ და ძალიან ღელავენ-ლუკს ვერაფრით ვამშვიდებთ-გამუდმებით ტირის.
როგორც კი ეს მითხრა,ხელები მკერდთან გადავიჯვარედინე,მისკენ ზურგშექცევით დავდექი და ვთქვი:
-მეტის ღირსია-ჩემთვის სიმართლე რომ არ დაემალა და ყველაფერი იქამდე ეთქვა,სანამ იმ წყეულ წერილს მივიღებდი,ყველაფერი კარგად იქნებოდა
-საყვარელო,გთხოვ,ნუ ჯიუტობ და სახლში დაბრუნდი-გაუჩერებლად მიმეორებდა ერთსა და იმავეს-როცა მივხვდი,რომ მეტის მოთმენა აღარ შემეძლო,მოთქმით ავტირდი-ბოლოს კი მაგრად ჩავეხუტე და ვუთხარი:
-დავბრუნდები
როგორც კი ეს გაიგო,მაშინვე საყვარლად დაიკრიჭა და მითხრა:
-ჩემო პრინცესავ,გპირდები,რომ ამიერიდან აღარაფერს დაგიმალავ-ბოლოს კი ერთად გავუდექით სახლის გზას-როგორც კი შიგნით შევედით,ლუკმა და მაიკლმა გიჟებივით ჩამოირბინეს მეორე სართულიდან და მითხრეს:
-სემ,როგორ შეგვაშინე-ბოლოს კი ლუკი ცხარე ცრემლებით ატირდა,მაგრად ჩამეხუტა და მითხრა:
-სემ,ჩემო საყვარელო,როგორ შემაშინე-გთხოვ,მაპატიე-გპირდები,რომ აღარასდროს აღარაფერს დაგიმალავ-ბოლოს კი მაიკლმა ხელები ზურგსუკან წაიღო,ნელ-ნელა წინ წამოვიდა,ლუკის გვერდით დადგა და თქვა:
-მგონი ვიცი,ვინც გამოგზავნა ის წერილი
როგორც კი ეს გავიგეთ,მე და ლუკმა შეშინებულებმა შევხედეთ ერთმანეთს-ბოლოს კი მივუბრუნდით და ერთხმად ვკითხეთ:
-რას გულისხმობ,მაიკლ? რა წერილზე ლაპარაკობ?-მაგრამ ბოლოს,სანამ რამეს გვეტყოდა,გაცეცხლებულმა ეშტონმა წამოიყვირა:
-ალბათ ამაში იმ არაკაცი ჯორჯის ხელი ურევია!
-ეშტონ,დამშვიდდი-რამე სისულელე არ ჩაიდინო-უთხრეს მაიკლმა და ლუკმა,მაგრამ მან მათ თხოვნას ყურიც არ ათხოვა-პირიქით-გარეთ ტყვიანაკრავივით გავარდა და თან დაიყვირა:
-იმ ნაძირალას აუცილებლად მოვძებნი და ჩემი ხელით დავახრჩობ!
ძალიან შეშინებულები ვიყავით-მე ქანდაკებასავით გაშეშებული ვიჯექი და ხელებში თავჩარგული მოთქმით ვტიროდი,მაიკლი და ლუკი კი ბოლთის ცემით დადიოდნენ აქეთ-იქით და თან გაურკვევლად ბუტბუტებდნენ რაღაცას-ბოლოს კი მაიკლი შეჩერდა,ქურთუკს ხელი დაავლო და გარეთ შურდულივით გავარდა
-მაიკლ,სად ჯანდაბაში მიდიხარ?-ახლავე დაბრუნდი!-მიაძახა ლუკმა,მაგრამ მაიკლს უკვე მისი აღარცერთი სიტყვა აღარ ესმოდა-როცა მიხვდა,რომ გაკიდებას აზრი აღარ ჰქონდა,მაშინვე უკან დაბრუნდა,ჩემთან მოირბინა,მაგრად ჩამეხუტა და მითხრა:
-სემ,პატარავ,დამშვიდდი-ყველაფერი კარგად იქნება
-ლუკ,შენ არაფერი გესმის-ეს ჩემთვის ძალიან რთულია-ტირილისგან ჩამწყდარი ხმით ვუთხარი და ქუთუთოები მთელი ძალით დავაჭირე ერთმანეთს-როგორც კი ეს გაიგო,მაშინვე მომშორდა,ცრემლები შემიმშრალა და ღიმილით მითხრა:
-პრინცესავ,გთხოვ,თვალები გაახილე და შემომხედე
როგორც კი ეს გავიგე,მაშინვე თვალები გავახილე და ვკითხე:
-რა ხდება,ლუკ?
როგორც კი ეს გაიგო,მაშინვე გულში ჩამიკრა,თმაზე ფერება დამიწყო და მითხრა:
-ჩემო ლამაზო,გპირდები-ყველაფერს ისე გავაკეთებ,რომ შენ არანაირი ზიანი არ მოგადგეს-ამქვეყნად შენზე ძვირფასი არავინ მყავს და ვერ გადავიტან თუ დაგკარგავ-ძალიან მიყვარხარ.
ВЫ ЧИТАЕТЕ
"ორმაგი ცხოვრება"(A.I&L.H Fanfiction) (დასრულებულია)
Фанфикეშტონი და ლუკი დიდი ხნის მეგობრები არიან-მართალია მათი ბენდი საკმაოდ წარმატებულია,მაგრამ არის რაღაც,რაც არც მათმა ფანებმა,ოჯახის წევრებმა და არც მეგობრებმა იციან-ისინი საიდუმლო აგენტები არიან-ამის დამალვას კი დიდი ხნის მანძილზე ცდილობენ,მაგრამ მათი...