როგორც კი ეს გაიგო,სიბრაზისგან მთელი სახე აუწითლდა-დიდხანს იდგა გაუნძრევლად,მაგრამ ბოლოს,როცა მიხვდა,რომ თავს ვეღარ იკავებდა,გააფთრებულმა უყვირა:
-ლუკ,შენ რა-სულ გაგიჟდი? ხვდები,რომ თავს საფრთხეში იგდებ?!
-ამას არავის ვუმხელდით,ჰარი-ეს კი მხოლოდ იმიტომ,რომ არ გვინდოდა რამე ცუდი მომხდარიყო-როგორ კი ეშტონის ხმა გაიგო,მაშინვე მიუბრუნდა,დოინჯი შემოირტყა და თვალების ბრიალით ჰკითხა:
-თქვენ რა-დამცინით? სემზე მაინც არ გიფიქრიათ? წარმოგიდგენიათ რა რთულია მისთვის ეს?
არაფერს ეუბნებოდნენ-უბრალოდ ადგილს იყვნენ მიყინულები და დასჯილი ბავშვებივით თავები ჩაექინდრათ-ბოლოს კი დუმილი ლუკმა დაარღვია-თავი ნელ-ნელა ასწია,მე და ჰარის ნაღვლიანი თვალებით შემოგვხედა და გვითხრა:
-ყველაფერს მხოლოდ სემის დასაცავად ვაკეთებდი-ამქვეყნად მასზე ძვირფასი არავინ მყავს და არ დავუშვებ,რომ იმ შეშლილმა ისევ ისეთი რამ ჩაიდინოს,რაც მას ზიანს მიაყენებს-არ მინდა,რომ ჩემი ლამაზი და საყვარელი დაიკო დავკარგო.
არაფერს ვამბობდით-უბრალოდ ვიდექით და შეშინებულები ვუყურებდით ერთმანეთს-ბოლოს კი ჰარიმ ძლივსგასაგონად ამოილუღლუღა:
-ძ... ძმაო,კი მაგრამ-ის ხომ ციხეშია?
როგორც კი ეს გაიგო,სახეზე მაშინვე მკვდრის ფერი დაედო,მაგრამ ბოლოს თავს ძალა დაატანა და უპასუხა:
-ის ნაძირალა ჩემი ხელით ჩავაბარე პოლიციას,მაგრამ შეძლო და ციხიდან გაიქცა-შემდეგ კი,როცა ციხეში მივედი მხოლოდ იმისთვის,რომ დავლაპარაკებოდი და მეთქვა,რომ ჩვენთვის ერთხელ და სამუდამოდ დაენებებინა თავი,წესიერად არც კი მომისმინა და სწორედ რომ ჩხუბის დროს დამჭრა მძიმედ-სიკვდილს სასწაულებრივად გადავურჩი-იმ იდიოტის გამო საავადმყოფოში ორი დღე გავატარე.
ძალიან შეეშინდა,როცა ეს გაიგო-დიდხანს ცდილობდა მისი სიტყვების გააზრებას,მაგრამ უშედეგოდ-ისევ ისეთი დაბნეული იყო,როგორც მანამდე-ბოლოს კი,როცა მიხვდა,რომ უფრო მეტად იბნეოდა,ვიდრე მანამდე,ჰკითხა:
-კ... კი მაგრამ,როგორ შეძლო თქვენი პოვნა?
პასუხად მხოლოდ მხრები აიჩეჩა-ბოლოს კი,სანამ რამეს ეტყოდა,მაიკლმა დაასწრო და უპასუხა:
-სემი და კალუმი ძალიან შეშინებულები იყვნენ,ამიტომ ვერაფერი მოიმოქმედეს-მე და ეშტონი რომ არა,ის მანიაკი ლუკს ნაკუწებად აქცევდა და შეიძლებოდა ჩვენთვისაც ერთი ხელის მოსმით გაევლო მუსრი
ისეთი შეშინებული იყო,რომ ვერაფერს ამბობდა-პირიქით-იდგა და თვალებს ნერვიულად აცეცებდა აქეთ-იქით-დიდხანს ჩუმად ყოფნის მერე კი თითქმის ჩამწყდარი ხმით უთხრა:
-რატომ არ შემატყობინეთ? შემეძლო ყველაფერი ბიჭებისთვის მეთქვა,მაგრამ მგონია,რომ ეს ცუდი იდეაა-არც კი გირჩევთ იმის წარმოდგენას,თუ რა დაემართებოდათ ლუის და ნაილს ამის გაგების შემდეგ-ჯემამაც არაფერი იცის-გთხოვთ,დამპირდით,რომ მასთან ამ ყველაფერზე ერთი სიტყვაც არ დაგცდებათ და არც ლიამს ეტყვით რამეს
თანხმობის ნიშნად შიშისგან ენაჩავრდნილმა ლუკმა და ეშტონმა თავები დაუქნიეს-ბოლოს კი კალუმმა უთხრა:
-ახლა მხოლოდ შენი დახმარების იმედი გვაქვს,ძმაო-წარმოდგენა არ გვაქვს,რა შეიძლება მოხდეს და არც ის ვიცით,ისევ გამოგვეცხადება თუ არა ის ნაძირალა მოულოდნელად
ძალიან შეშინებული იყო,მაგრამ არ იმჩნევდა-პირიქით-თავი ისე ეჭირა,თითქოს ყველაფერი შესანიშნავად იყო და არანაირი საფრთხე აღარ გვემუქრებოდა-დიდხანს ჩუმად ყოფნის მერე კი მაიკლმა ჰკითხა:
-რა გეგმა გაქვს,ჰაროლდ?
როგორც კი ეს გაიგო,მაშინვე ხელი ხელს შემოჰკრა და ბოროტი დედაბერივით ჩაიხითხითა-ბოლოს კი უპასუხა:
-მენდეთ,მისტერ კლიფორდ-მშვენივრად ვიცი,რაც უნდა გავაკეთო.
![](https://img.wattpad.com/cover/180548178-288-k305232.jpg)
BINABASA MO ANG
"ორმაგი ცხოვრება"(A.I&L.H Fanfiction) (დასრულებულია)
Fanfictionეშტონი და ლუკი დიდი ხნის მეგობრები არიან-მართალია მათი ბენდი საკმაოდ წარმატებულია,მაგრამ არის რაღაც,რაც არც მათმა ფანებმა,ოჯახის წევრებმა და არც მეგობრებმა იციან-ისინი საიდუმლო აგენტები არიან-ამის დამალვას კი დიდი ხნის მანძილზე ცდილობენ,მაგრამ მათი...