"შემთხვევით მოსმენილი საუბარი" თავი 37

63 1 0
                                    

ჯანდაბა!-რა სულელი ვარ!-ვერაფერი შევამჩნიე-თურმე,სანამ ვსაუბრობდით,მაიკლი და ლუკი იქ მდგარან-მაშინვე ჩაახველეს და გვკითხეს:

-ჰეი,გვრიტებო,რაზე საუბრობდით?

სახეზე მაშინვე მკვდრის ფერი დამედო-ვერაფერს ვამბობდი-უბრალოდ ადგილს ვიყავი მიყინული და გიჟივით ვსუნთქავდი-ბოლოს კი,როცა მივხვდი,რომ მეტს ვეღარ ვუძლებდი,წამოვხტი და ტირილით გავიქეცი გარეთ

დაახლოებით ორი საათი ვიჯექი ბაღში და გზას გაშტერებული გავყურებდი-ეს კი იქამდე გაგრძელდა,სანამ ვიღაცის ნაბიჯების ხმა არ მომესმა-მალევე კი გვერდით მომიჯდა,ხელი მაგრად ჩამჭიდა და მითხრა:

-საყვარელო,გთხოვ,მითხარი რა დაგემართა.

დიდხანს ვიჯექი გაუნძრევლად-ბოლოს კი,როცა შევხედე,ხელში ლუკი შემრჩა-დამინახა თუ არა,მაშინვე გულში ჩამიკრა და ტირილით მითხრა:

-სემ,ჩემო საყვარელო-გთხოვ,მითხარი,რაზე ლაპარაკობდით შენ და ეში

ძალიან ცუდად ვიყავი-არც კი ვიცოდი,რა დამემართა-ისეთი გრძნობა მქონდა,თითქოს ვიღაცამ მუცელში წიხლი ჩამარტყა-არ მახსოვს რამდენი საათი ან წუთი გავატარე ასე,მაგრამ მალევე ვიგრძენი,რომ ყელში ცრემლების ბურთი მქონდა გაჩხერილი-შემდეგ კი,როცა მივხვდი,რომ მეტს ვეღარ ვუძლებდი,თავი ხელებში ჩავრგე და მოთქმით ავტირდი-ბოლოს კი,როცა ყველაფრის დაწვრილებით მოყოლას მოვრჩი,ვუთხარი:

-სულ ეს არის,რისი თქმაც შემიძლია,ლუკ-ალბათ გძულვარ და გრცხვენია,რომ შენი და შეშლილი მანიაკია.

არაფერს მეუბნებოდა-უბრალოდ მიღიმოდა-დიდხანს ჩუმად ყოფნის მერე კი გულში ჩამიკრა და ჩურჩულით მითხრა:

-ჩემო ლამაზო პინგვინო,გთხოვ,მსგავსი სისულელე აღარ გაიმეორო-ფიქრობ,რომ იმის გამო შემძულდები,რაც იმ ნაძირალას დაუშავე?-ეს ასე არ არის-პირიქით-მიხარია,რომ ასე მოიქეცი-ისიც ძალიან მიხარია,რომ შენ და ნაილერმა ყველაფერი ერთად გააკეთეთ-ძალიან მიყვარხარ,პრინცესავ

ვერაფერს ვეუბნებოდი-უბრალოდ ვუღიმოდი-ბოლოს კი,როცა მივხვდი რომ ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი,მაგრად ჩავეხუტე და ამოვისლუკუნე:

-ჩემო საყვარელო გოლიათო,არც კი ვიცი,უშენოდ რა მეშველებოდა

-დაიკო,თუ ყველაფერი ისე მოხდება,როგორც მითხარი და ის ნაძირალა ნამდვილად ეცდება ჩვენთან გასწორებას,იცოდე,რომ შენს გვერდით ვიქნები და არ დავუშვებ იმას,რომ ნაკუწებად გაქციოს

ვამჩნევდი,რომ სახე წიწაკასავით ჰქონდა აწითლებული,მაგრამ როგორღაც ახერხებდა ბრაზის შეკავებას

დიდხანს ვუყურებდი ხმაამოუღებლად,ბოლოს კი,როცა მივხვდი,რომ თავს ვეღარ ვიკავებდი,გიჟივით ავხარხარდი და ვუთხარი:

-პინგვინო,დამშვიდდი და კარგად დაფიქრდი-გთხოვ,რამე სისულელე არ ჩაიდინო

-მაგრამ,პრინცესავ...-ის ის იყო,რაღაც უნდა ეთქვა,რომ მაშინვე გავაჩუმე და ვუთხარი:

-არავითარი მაგრამ,მისტერ ჰემინგს-ან ჩემთან ერთად იმოქმედებთ,ან ყველაფერს მარტო მივხედავ

არაფერს მეუბნებოდა-უბრალოდ ჩუმად იცინოდა-ბოლოს კი,როცა მიხვდა,რომ სხვა გზა არ ჰქონდა,დანებების ნიშნად ორივე ხელი ასწია,გამიღიმა და მითხრა:

-შენ გაიმარჯვე,ძვირფასო.

"ორმაგი ცხოვრება"(A.I&L.H Fanfiction) (დასრულებულია)Where stories live. Discover now