"დაძაბული მდგომარეობა" თავი 23

41 1 0
                                    

ძალიან შემეშინდა,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა-უფლება უნდა მიმეცა,რომ ყველაფრისთვის მიეხედათ-როცა ლუკი მიხვდა,რომ ყველაფერი რიგზე იყო და შეეძლო სახლში მშვიდად დავეტოვებინე,საყვარლად დაიკრიჭა და მითხრა:

-ესეც ასე,პატარა ქალბატონო-ჩვენი წასვლის დროა-შეგიძლია მშვიდად იყო-თუ შენი დახმარება დაგვჭირდება,აუცილებლად შეგატყობინებთ

დაახლოებით ათი წუთი ვიდექი დოინჯშემორტყმული და წარბაწეული ვუყურებდი-ბოლოს კი როგორც შემეძლო,აუღელვებლად ვუთხარი:

-მისტერ ჰემინგს,უკვე 21 წლის ვარ-გთხოვთ,ისე ნუ მექცევით,თითქოს პატარა ბავშვი ვიყო.

არაფერს ამბობდა-უბრალოდ იდგა და მიღიმოდა-დიდხანს ჩუმად ყოფნის მერე კი გულში ჩამიკრა და სიცილით მითხრა:

-პატარა პინგვინო,მე უბრალოდ შენზე ვზრუნავ-ბოლოს კი კალუმს და ეშტონს მიუბრუნდა და უთხრა:

-ბიჭებო,ჩვენი წასვლის დროა-გთხოვთ,სემთან დარჩით-თუ თქვენი დახმარება დაგვჭირდება,აუცილებლად შეგატყობინებთ

-მეც თქვენთან ერთად წამოვალ,ლუკ-იცოდე,ჩემი შეჩერება არც კი სცადო-როგორც კი კალუმმა ეს უთხრა,მან და მაიკლმა ჯერ შეშინებულებმა გადახედეს ერთმანეთს,ბოლოს კი ერთხმად უპასუხეს:

-როგორც იტყვი,ძმაო.

-მამიკო,გთხოვ,სანამ დავბრუნდებით,სემს მიხედე-უთხრა კალუმმა ეშტონს და გარეთ შურდულივით გავარდა-მე კი ვერაფერი ვუთხარი-უბრალოდ ვუყურებდი და ჩუმად ვიცინოდი

როგორც კი ყველა წავიდა,მაშინვე ჩუმად დავამთქნარე და ძალაგამოცლილი სავარძელზე გავიშხლართე-ისიც მაშინვე ჩემ გვერდით ჩამოჯდა,საყვარლად დაიკრიჭა და ჩურჩულით მკითხა:

-პრინცესავ,ყველაფერი რიგზეა?

თითქმის ძილბურანში ვიყავი და მისი შეკითხვა არც კი გამიგია,მაგრამ როცა თვალები გავახილე,ჩუმად დავამთქნარე და ვუპასუხე:

-მაპატიე,მამიკო-ვერაფერი გავიგე

ძალიან დანაღვლიანდა,როცა ეს გაიგო-მაშინვე გულში ჩამიკრა და ჩურჩულით მითხრა:

-ჩემო ლამაზო პინგვინო,ვიცი,რომ მოწყენილი ხარ და ბიჭებზე ღელავ-დამშვიდდი-გპირდები,რომ ყველაფერი კარგად იქნება

-მაგრამ... ლუკმა არც კი მომცა საშუალება,რომ მათთან ერთად წავსულიყავი და იმ არაკაცისთვის ჭკუა მესწავლებინა-ახლა კი არ ვიცი,რა მოხდება-როგორც კი ეს ვუთხარი,თავი ხელებში ჩავრგე და მწარედ ავქვითინდი-დაინახა თუ არა ეს,ხელები სახიდან მომაშორა,გამიღიმა და ჩურჩულით მკითხა:

-ძვირფასო,რა დაგემართა?-სად წავიდა ის მხიარული გოგო,რომელსაც მთელი ეს დროა ვიცნობ და სიცოცხლეზე მეტად მიყვარს?

ძალიან ცუდად ვიყავი-არც კი ვიცოდი,რა გამეკეთებინა-უბრალოდ ერთიანად ვცახცახებდი-დიდხანს ჩუმად ყოფნის მერე კი სუსტად გავუღიმე და ვკითხე:

-იმ არაკაცის გამო ლუკი რომ მკვლელად იქცეს,მაშინ რა უნდა გავაკეთო? როგორ უნდა შევძლო მის გარეშე ცხოვრება? ის ხომ ჩემი ერთადერთი ძმაა?

გაიგო თუ არა ეს,მაშინვე გულში ჩამიკრა და ჩურჩულით მითხრა:

-დამშვიდდი,საყვარელო-გპირდები,რომ ბიჭებს არაფერი მოუვათ

-ის ხომ დამპირდა,რომ...-ის ის იყო,რაღაც უნდა მეთქვა,რომ მაშინვე გამაჩუმა და მიპასუხა:

-პატარავ,დამშვიდდი-ათასჯერ მაინც გითხარი,რომ საშიში არაფერია-შეგიძლია დამშვიდდე-ყველაფერს ერთად მივხედავთ და იმ ნაძირალას ჭკუას ვასწავლით

-დარწმუნებული ხარ?-ვკითხე ცოტა არ იყოს დაბნეულმა

გაიგო თუ არა ეს,მაშინვე გამომეტყველება შეეცვალა-დიდხანს მიყურა წარბაწეულმა,მაგრამ ბოლოს საყვარლად დაიკრიჭა და მიპასუხა:

-პატარა პინგვინო,დამშვიდდი-ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება.

"ორმაგი ცხოვრება"(A.I&L.H Fanfiction) (დასრულებულია)Where stories live. Discover now