"ტანჯვის დასასრული" თავი 40 (ფინალი)

61 1 0
                                    

მთელი საღამო ვუცდიდი-ბოლოს კი,როცა მოვიდა,ვუთხარი:

-ახლავე ყველაფერს მოგიყვები,ლიამ

ეტყობოდა,რომ მოუთმენლობისგან ცქმუტავდა,მაგრამ თან ძალიან ბრაზობდა-ალბათ იმიტომ,რომ ხვდებოდა,რაშიც იყო საქმე-როცა ყველაფრის მოყოლა დავასრულე,ვუთხარი:

-პეინო,გთხოვ,ბიჭებს ნურაფერს ეტყვი

როგორც კი ეს გაიგო,მაშინვე ფართოდ გამიღიმა და მითხრა:

-დამშვიდდი,პატარა პინგვინო-ვერავინ ვერაფერს გაიგებს.

დიდხანს ვლაპარაკობდით,მაგრამ როგორც კი მაიკლის ფეხის ხმა გავიგეთ,შეშინებულები შევბრუნდით მისკენ და ვკითხეთ:

-მაიკი,რაშია საქმე? ყველაფერი რიგზეა?

პასუხად მხოლოდ ფართოდ გაგვიღიმა და თავი დაგვიქნია-ბოლოს კი იქვე ჩამოჯდა,ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა და მძიმედ ამოიხვნეშა

-ძმაო,რა დაგემართა? ყველაფერი რიგზეა?-ჰკითხა ლიამმა,მაგრამ მას ერთი სიტყვაც არ უთქვამს

-მაიკი,რა დაგემართა?-როცა კითხვა ხელმეორედ გავუმეორე,გველნაკბენივით შეხტა,შემომხედა და მითხრა:

-ყველაფერი კარგადაა,პატარა პინგვინო

ძალიან შემეშინდა და თან დავეჭვდი,როცა ეს თქვა-ლიამიც ძალიან დაბნეული იყო-დაახლოებით ათი წუთი იყო ჩუმად და თვალებს დამფრთხალი აცეცებდა აქეთ-იქით-ბოლოს კი მომიბრუნდა და მითხრა:

-საქმე ცუდადაა,პატარა პინგვინო.

დიდხანს ვიცადეთ იქამდე,სანამ რამეს გვეტყოდა-ბოლოს კი,როცა მიხვდა,რომ მეტს ვეღარ უძლებდა,წამოხტა და გაცეცხლებულმა შეჰყვირა:

-ვიცი,რომ ლუკი რაღაცას მალავს! რადაც არ უნდა დამიჯდეს,ყველაფერს გავარკვევ!

-მაიკი,რას გულისხმობ?-ვკითხე შეშინებულმა,თანაც თავი ისე მეჭირა,თითქოს არაფერი ვიცოდი-ასე გაგრძელდა დაახლოებით ათი წუთი,მაგრამ ბოლოს ნერვიულად ჩავახველე და ვუთხარი:

-ვიცი,რისი თქმაც გინდა-ბოლოს კი სახეზე ფერდაკარგული ჩავიკეცე ერთ ადგილზე

-სემ,გონს მოდი!-შეჰყვირა შეშინებულმა მაიკლმა,ხელში ამიყვანა და ჩემი ოთახისკენ წამიყვანა-სწორედ ამ დროს ლუკმა ღიღინ-ღიღინით ჩამოირბინა მეორე სართულიდან,მაგრამ როგორც კი დამინახა,მაშინვე შეჰყვირა:

-მაიკი,ყველაფერი რიგზეა? რა დაემართა სემს?!

-ყველაფერს მოგვიანებით აგიხსნი,ძმაო-წამოგვყევი-უთხრა და ანიშნა გაჰყოლოდა-ისიც თვალის დახამხამებაში ადგილს მოსწყდა და გიჟივით გაიქცა ოთახისკენ

*2 საათის შემდეგ*

ორი საათის შემდეგ,როცა თვალები გავახილე და ირგვლივ მიმოვიხედე,ვნახე,რომ ჩემს ოთახში ვიყავი-მაიკლი და ლუკი კი იქვე,საწოლზე ისხდნენ-დამინახეს თუ არა,მაშინვე ერთხმად მითხრეს:

-პატარა პინგვინო,როგორც იქნა გონს მოხვედი

არაფერს ვამბობდი-უბრალოდ ერთ ადგილზე ვიყავი გაშხლართული და თვალებს დამფრთხალი ვაცეცებდი აქეთ-იქით-ბოლოს კი წამოვჯექი,თვალები მოვიფშვნიტე და ვუთხარი:

-გთხოვთ,მაპატიეთ,რომ ყველაფერს ფარულად ვაკეთებდი-ლუკ,შენც ბოდიშს გიხდი-არ მინდოდა,რომ ამ საშინელებაში გამერიე

როგორც კი ეს გაიგო,მაშინვე საყვარლად დაიკრიჭა და მითხრა:

-ჰეი,პატარა პინგვინო,რაშია საქმე?-ხომ გითხარი,რომ ყველაფერი მორჩა?-გთხოვ,დამშვიდდი

ჯერ კიდევ არ მჯერა,რომ ყველაფერი დასრულდა-მართალია ჯორჯიც და მისი არაკაცი ქვეშევრდომიც ჩაძაღლდნენ,მაგრამ მაინც ყველას გვტანჯავდა იმაზე ფიქრი,რომ შეიძლებოდა ყველაფერი წამებში დასრულებულიყო-დღემდე ვფიქრობ,მაგრამ ვერაფერს მივხვდი-ვერ მივხვდი,თუ რატომ შეიძლებოდა დაედანაშაულებინა ჯონათანს ლუკი ჩვენი მშობლების სიკვდილში-საბედნიეროდ ის ნაძირალა ჩაძაღლდა და შეგვიძლია მშვიდად ვიცხოვროთ-ახლა აღარანაირი საფრთხე აღარ გვემუქრება.

🎉 Bạn đã đọc xong "ორმაგი ცხოვრება"(A.I&L.H Fanfiction) (დასრულებულია) 🎉
"ორმაგი ცხოვრება"(A.I&L.H Fanfiction) (დასრულებულია)Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ