"საფრთხის წინაშე დამდგარი სიცოცხლე" თავი 4

66 1 1
                                    

-მეც ძალიან მიყვარხარ,პინგვინო-ამოვისლუკუნე და მაგრად ჩავეხუტე-მან კი ჩემი დამშვიდება გააგრძელა-ბოლოს კი ჩურჩულით მკითხა:

-საყვარელო,ჩემზე და ეშზე ხომ არ ბრაზობ?

როგორც კი ეს მკითხა,მაშინვე გავუღიმე და ჩურჩულით ვკითხე:

-სულაც არა,ლუკ-ამას რატომ მეკითხები?

როგორც კი ეს ვკითხე,მაშინვე საყვარლად დაიკრიჭა და მიპასუხა:

-არაფერია,პრინცესავ-დაივიწყე.

ცოტა არ იყოს,დავეჭვდი,მაგრამ არაფერი შევიმჩნიე-პირიქით-ფართოდ გავუღიმე და ვუპასუხე:

-როგორც იტყვი,გოლიათო

უეცრად კარებში ეშტონმა შემოჰყო თავი და მხიარულად შესძახა:

-ჰეი,რაშია საქმე? ყველაფერი კარგადაა?

-ყველაფერი რიგზეა,ძმაო-შემოდი-უთხრა ლუკმა და ფართოდ გაუღიმა-მანაც დაუჯერა,ხტუნვა-ხტუნვით შემოვიდა ოთახში,ჩემსა და ლუკს შორის ჩაჯდა და მას შემდეგ ხმა არ ამოუღია,მაგრამ ბოლოს თავი ჩაჰქინდრა,ხელები მუხლებზე დაიწყო და ლუკს უთხრა:

-ძმაო,თუ შეიძლება მე და სემი ცოტა ხნით მარტო დაგვტოვე.

-ა... ახლავე,მამიკო ირვინ-დაბნეულმა დაიჩურჩულა ლუკმა,წამოდგა და ოთახიდან ფეხაკრეფით გავიდა

როგორც კი თვალს მიეფარა,ეშტონმა მაშინვე შემომხედა,ხელი მაგრად ჩამჭიდა და მითხრა:

-სემ,ჩემო საყვარელო,ვიცი,რომ მეც და ლუკიც ძალიან ცუდად მოვიქეცით-ყველაფერი იქამდე უნდა გაგეგო,სანამ იმ დაწყევლილ წერილს მიიღებდი-ძალიან მიყვარხარ და არ მინდა,რომ მთელი ცხოვრება ტყუილში გაატარო

არც კი ვიცოდი რა მეთქვა,მაგრამ დიდხანს ჩუმად ჯდომის მერე მწარედ ავქვითინდი,მაგრად ჩავეხუტე და ვუთხარი:

-მამიკო,მე უკვე ყველაფერი გაპატიეთ-თქვენზე საერთოდ არ ვბრაზობ

-მინდოდა,რომ იმ არაკაცს საკადრისად გავსწორებოდი,მაგრამ მივხვდი,რომ ამით დიდ ზიანს გაყენებდი-ვერც ლუკს ვუთხარი რამე-ძალიან...-ის ის იყო,რაღაც უნდა ეთქვა,რომ მაშინვე გავაჩუმე და ტირილისგან ჩამწყდარი ხმით ვუთხარი:

-აღარაფრის მოსმენა აღარ მინდა,მაგრამ გთხოვ,ერთ რამეზე მიპასუხე

-რაშია საქმე,პრინცესავ?-ჩურჩულით მკითხა და ფართოდ გამიღიმა-მე კი ნერვიულად ჩავახველე და ვკითხე:

-არ ფიქრობ,რომ შენი და ლუკის ორმაგი ცხოვრება ბენდის კარიერას საფრთხეში აგდებს? არ დადგა დრო,რომ მაიკლმა და კალუმმა ერთხელ და სამუდამოდ გაიგონ,რაშია საქმე?

როგორც კი ეს გაიგო,ჯერ ერთ ადგილზე გაშეშდა,მაგრამ ბოლოს მაგრად ჩამეხუტა და ჩურჩულით მითხრა:

-პატარავ,მაპატიე,მაგრამ ამას ვერ გავაკეთებ-აჯობებს მაიკიმ და კალ პალმა არაფერი იცოდნენ-როცა დრო მოვა,ყველაფერს თავად ვეტყვი.

"ორმაგი ცხოვრება"(A.I&L.H Fanfiction) (დასრულებულია)Where stories live. Discover now