"საბოლოო გადაწყვეტილება" თავი 22

39 1 0
                                    

მეძინა,მაგრამ იმაზე ფიქრი,რომ შეიძლებოდა ბიჭებს რამე მოსვლოდათ,არ მასვენებდა-გამუდმებით კოშმარებს ვხედავდი-ასე გაუნძრევლად კი იქამდე ვიწექი,სანამ ვიღაცის ფეხის ხმა და ჩურჩული არ მომესმა-ჩემს გვერდით ჩამოჯდა,თმაზე ფერება დამიწყო და ჩურჩულით მითხრა:

-პრინცესავ,გაიღვიძე.

დიდხანს ვცდილობდი გამოფხიზლებას,მაგრამ უშედეგოდ-ბოლოს კი,როცა თავს ძალა დავატანე,თვალები გავახილე,წამოვჯექი და ლუკი დავინახე,შეშინებულმა ვკითხე:

-ლუკ,ყველაფერი რიგზეა?

პასუხად მხოლოდ ფართოდ გამიღიმა და თავი დამიქნია-ჯერ კიდევ ისეთი შეშინებული ვიყავი,რომ არც კი ვიცოდი,რა გამეკეთებინა-უბრალოდ ვიჯექი და ერთიანად ვცახცახებდი-ბოლოს კი მაგრად ჩავეხუტე და ტირილით ვუთხარი:

-საყვარელო,როგორ შემაშინე-მეგონა იმ არაკაცმა რამე დაგიშავა.

არაფერს მეუბნებოდა-უბრალოდ ჩუმად ტიროდა და თან მაგრად მეხუტებოდა-ბოლოს კი,როცა ოდნავ მაინც დამშვიდდა,სუსტად გამიღიმა და მითხრა:

-ჰეი,პატარა ქალბატონო,რაშია საქმე? ხომ ხედავ,რომ ყველაფერი დასრულდა და ცოცხალი ვარ?-საშიში აღარაფერია და შეგიძლია დამშვიდდე

-ლ... ლუკ

-რა მოხდა,ჩემო ლამაზო?-ჩურჩულით მკითხა და ფართოდ გამიღიმა

-დანარჩენები სად არიან?-როგორც კი ეს ვკითხე,მაშინვე ეშტონის ღიღინი მომესმა-როგორც კი ჩვენთან მოვიდა,მაშინვე ჩემ წინ გაშეშდა და მხიარულად შესძახა:

-ჰეი,პატარა ქალბატონო,რაშია საქმე? ყველაფერი რიგზეა?

-ძვირფასო,როგორ შემაშინე-მეგონა იმ იდიოტმა რამე დაგიშავა-ტირილით ვუთხარი,წამოვხტი,მასთან მივირბინე და მაგრად ჩავეხუტე-როგორც კი ეს გაიგო,ჩაიცინა და მიპასუხა:

-სემ,პატარავ,დამშვიდდი-ყველაფერი მორჩა-იმ ნაძირალას ჭკუა ვასწავლეთ და შეგვიძლია ამიერიდან მშვიდად ვიცხოვროთ

"ორმაგი ცხოვრება"(A.I&L.H Fanfiction) (დასრულებულია)Where stories live. Discover now