"სიმართლი გაგების შემდეგ" თავი 6

61 96 0
                                    

როგორც კი ეს გაიგო,წარბშეკრულმა შემომხედა და როგორც შეეძლო,აუღელვებლად მითხრა:

-სემ,ამაზე არც იოცნებო-ყველაფერს მე და ლუკი მივხედავთ-შენ კი ბიჭებს არაფერს ეტყვი.

ძალიან ცუდად ვიყავი-არც კი ვიცოდი,როგორ შემეჩერებინა,მაგრამ ბოლოს,როცა მივხვდი,რომ სხვა გზა აღარ მქონდა,ვუთხარი:

-რომ გიყვარდე,ასე არ მომექცეოდი-ბოლოს კი,როცა გვერდის ავლა დავაპირე,მაჯაზე მთელი ძალით ჩამეჭიდა და მითხრა:

-ძვირფასო,მე უბრალოდ შენზე ვღელავ.

როგორც კი ეს გავიგე,მაშინვე მწარედ ავქვითინდი-ბოლოს კი გააფთრებულმა ვუღრიალე:

-შენ რა-სულ გაგიჟდი?-ამას ზრუნვას ეძახი?!-თქვენ ისევ იმ ნაძირალას დასდევთ,მე კი იმის ნაცვლად,რომ დაგეხმაროთ,სახლში უნდა ვიჯდე და ველოდო,როდის აგკუწავთ ის გიჟი?!

-სემ,პატარავ,გთხოვ,დამშვიდდი და მომისმინე-ყველაფერს აგიხსნი

-გისმენ,ეშტონ-ახლავე მითხარი,რას გულისხმობ-ვუთხარი და პასუხის მოლოდინში ხელები მკერდთან გადავიჯვარედინე-მანაც მაშინვე მიპასუხა:

-ჩემო პრინცესავ,მე,ლუკი და რიკი უკვე დიდი ხანია,რაც იმ არაკაცის დაჭერას ვცდილობთ,მაგრამ არაფერი გამოგვდის-იმ დღის შემდეგ კი,როცა ის დაწყევლილი წერილი გამოგიგზავნა,ლუკს ვერაფრით ვამშვიდებდით-ისე ცუდად იყო,რომ მეგონა,კარგი არაფერი მოხდებოდა-შემეშინდა,შარში არ გახვეულიყო

-შეუძლებელია!-ლუკი ასე არასდროს მომექცევა და იმ არაკაცის გამო თავს საფრთხეში არ ჩაიგდებს!-გააფთრებული ვყვიროდი და ირგვლივ ყველაფერს ვამტვრევდი-ის კი ისევ მამშვიდებდა და მეუბნებოდა:

-საყვარელო,დამშვიდდი-ყველაფერი დასრულდა

-ეშტონ,გაჩუმდი!-ვერ ხვდები,რომ უკვე დროა,შეწყვიტო შენი წყეული ორმაგი ცხოვრება?-ხვდები,რომ ამით მეც საფრთხეში მაგდებ?!-ნამდვილი ეგოისტივით იქცევი!-ვტიროდი და თან ერთიანად ვცახცახებდი-ეშტონი კი ისევ მამშვიდებდა და მეუბნებოდა:

-პატარავ,გთხოვ,დამშვიდდი

-რომ გიყვარდეთ და ჩემზე ღელავდეთ,ასე არ მომექცეოდით-ჩამწყდარი ხმით ვეუბნებოდი და ერთიანად ვცახცახებდი

როგორც კი ეს გაიგო,მაშინვე მომშორდა და ჩურჩულით მითხრა:

-ძვირფასო,გთხოვ,თვალები გაახილე და შემომხედე

როგორც კი მისი ხმა გავიგე,თვალები ნელ-ნელა გავახილე,შევხედე და ვკითხე:

-რა მოხდა,ეშტონ? რისი თქმა გინდა?

როგორც კი ეს გაიგო,მაშინვე საყვარლად დაიკრიჭა,შუბლზე მაკოცა და ჩურჩულით მითხრა:

-სემ,ჩემო ლამაზო,რადგან გითხარი,რომ ყველაფერი რიგზეა,გამოდის სანერვიულოც არაფერი გაქვს-გთხოვ,დამშვიდდი-ბიჭებს კი ყველაფერს მოგვიანებით ავუხსნი.

"ორმაგი ცხოვრება"(A.I&L.H Fanfiction) (დასრულებულია)Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ