"მაიკლის ეჭვები" თავი 35

36 1 0
                                    

ის ის იყო,რაღაც უნდა მეთქვა,რომ ოთახში მაიკლმა შემოჰყო თავი და მხიარულად შესძახა:

-ჰეი,გვრიტებო,ახლა ზუსტად თქვენ გეძებდით-ყველაფერი რიგზეა?

ისეთი სასაცილო იყო,რომ ღიმილს ძლივს ვიკავებდით-დაახლოებით ათი წუთი არაფერი გვითქვამს,მაგრამ შემდეგ ეშტონმა ფართოდ გაუღიმა და უპასუხა:

-ყველაფერი კარგადაა,მაიკი.

ცოტა არ იყოს,დაეჭვდა,როცა ეს გაიგო-დაახლოებით ათი წუთი ხმაამოუღებლად ატუზულიყო ოთახის კართან-ბოლოს კი ზურგსუკან ხელებწაღებული შემოვიდა შიგნით,ჩვენს შორის ჩაჯდა და ხრინწიანი ხმით გვკითხა:

-რაშია საქმე?

ვერაფერს ვამბობდით-უბრალოდ დაბნეულები ვუყურებდით ერთმანეთს,მაგრამ ბოლოს,როცა მივხვდით,თუ რა ხდებოდა,ეშტონმა ჩაახველა და უპასუხა:

-ძმაო,სემი იმას მეუბნებოდა,რომ ძალიან წუხს იმის გამო,რაც მან და ნაილერმა ჩაიდინეს.

ძალიან დაიბნა,მაგრამ გონს მალევე მოეგო-შემომხედა და მზრუნველი ხმით მკითხა:

-სემ,საყვარელო,რას გულისხმობ?

ძალიან შეშინებული ვიყავი-არც კი ვიცოდი,საიდან დამეწყო საუბარი,მაგრამ გამბეოდაობა მოვიკრიბე,ჩავახველე და ვუპასუხე:

-მაიკი,ის ნაძირალა ჯონათანი მე და ნაილერმა გავიტაცეთ-გვინდოდა ყველაფერი ეღიარებინა,მაგრამ ვერაფერს გავხდით-თქვა,რომ ლუკი რომ არა,ახლა ჩემთან იქნებოდა და ჩვენი მშობლების სიკვდილი მისი ბრალია

როგორც კი ეს გაიგო,სიბრაზისგან მთელი სახე აუწითლდა,მაგრამ მალევე დამშვიდდა და მკითხა:

-პატარა პინგვინო,ხომ არ იცი,ახლა სად ჯანდაბაშია ის ნაძირალა?

ძალიან შემეშინდა-არც კი ვიცოდი,რა გამეკეთებინა,მაგრამ ბოლოს ძალა მოვიკრიბე და ვუპასუხე:

-ტყეში ძაღლივით მარტოდმარტო გდია და იმედია,ვერავინ იპოვის

-ეს როგორ მოახერხეთ,მის ჰემინგს?-ცნობისმოყვარე გამომეტყველებით მკითხა და ფართოდ გამიღიმა

ისეთი სასაცილო იყო,რომ თავს ძლივს ვიკავებდი-არ მინდოდა,გიჟივით ხარხარი დამეწყო-ამიტომ ფართოდ გავუღიმე,დოინჯი შემოვირტყი და ვუპასუხე:

-მისტერ კლიფორდ,როგორც ჩანს,საკმაოდ ცუდად მიცნობთ-შეიძლება ისიც დაგავიწყდათ,რომ საიდუმლო აგენტის და ვარ-ეს მოხერხებულობა კი სწორედ ლუკისგან მერგო-ის არაკაცი ისე გავიტაცეთ,რომ ვერავინ შეამჩნია და ვერც ჩვენი ნაბიჯების ხმა გაიგეს

არაფერს ამბობდა-უბრალოდ იჯდა და ჩუმად იცინოდა-ბოლოს კი თვალებგაბრწყინებულმა მითხრა:

-სიტყვები არ მყოფნის-გენიოსი ხარ,პატარა პინგვინო

-ძმაო,გთხოვ,ლუკს და კალუმს არაფერი უთხრა-მუდარით სავსე გამომეტყველებით უთხრა ეშტონმა და მის პასუხს დაელოდა

როგორც კი ეს გაიგო,მაშინვე ბოროტი დედაბერივით ჩაიხითხითა,ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა და გვითხრა:

-მის ჰემინგს,მისტერ ირვინ,თუ გინდათ,რომ ბიჭებმა ამაზე არაფერი გაიგონ,სანაცვლოდ ერთი თხოვნა უნდა შემისრულოთ

ძალიან დავიბენით-ვერ მივხვდით,რა თხოვნას გულისხმობდა,მაგრამ ბოლოს დაბნეულმა ეშტონმა ჰკითხა:

-რ.. რა თხოვნაზე ლაპარაკობ,ძმაო?

დიდხანს იჯდა ხმაამოუღებლად,მაგრამ ბოლოს გიჟივით ახარხარდა და გვიპასუხა:

-არავითარი თხოვნა-გპირდებით,რომ ამ ამბავს საიდუმლოდ შევინახავ.

"ორმაგი ცხოვრება"(A.I&L.H Fanfiction) (დასრულებულია)Where stories live. Discover now