ძალიან შეეშინდა,როცა ეს გაიგო-უნდოდა შეეჩერებინა,მაგრამ ხვდებოდა,რომ ამას არანაირი აზრი არ ჰქონდა-დიდხანს იდგა და თვალებს შეშინებული აცეცებდა აქეთ-იქით-ბოლოს კი ჰკითხა:
-ძმაო,დარწმუნებული ხარ,რომ სწორად იქცევი?
პასუხად მხოლოდ თავი დაუქნია-ბოლოს კი მე მომიბრუნდა,საყვარლად დაიკრიჭა და მითხრა:
-სემ,ძვირფასო-ნუ ღელავ-ყველაფერი კარგად იქნება-ბოლოს კი შებრუნდა და აუჩქარებლად გავიდა გარეთ.
ძალიან შეშინებული ვიყავი-ლუკი და ეშტონი მთელი საღამო ჩემს დამშვიდებას ცდილობდნენ,მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ-დიდხანს ჩუმად ყოფნის მერე კი,როცა მივხვდი,რომ უმოქმედოდ ჯდომა აღარ შემეძლო,წამოვდექი და კარისკენ წავედი
-ძვირფასო,სად მიდიხარ?-მომაძახა ლუკმა,მაგრამ მე მის სიტყვებს ყურიც კი არ ვათხოვე
-პატარა პინგვინო,გთხოვ,დაბრუნდი და რამე სისულელე არ ჩაიდინო-როგორც კი ეშტონის ხმა გავიგე,მაშინვე უკან დავბრუნდი,თავი კარში შევყავი და ვუთხარი:
-მისტერ ირვინ,ხომ არ დაგავიწყდათ,რომ საიდუმლო აგენტის და ვარ?-მერწმუნეთ-ისე ვიმოქმედებ,რომ ვერავინ ვერაფერს იეჭვებს
-სემ,დარწმუნებული ხარ,რომ იმ არაკაცს მარტოდმარტო გაუმკლავდები?-ეჭვნარევი ხმით მკითხა ლუკმა,რა დროსაც გიჟივით ავხარხარდი-ბოლოს კი წარბები ავზიდე,ხელები მკერდთან გადავიჯვარედინე და ვუპასუხე:
-ლუკ,ჩემო ძვირფასო,როგორც ჩანს,საკმაოდ ცუდად მიცნობ
პაუხად მხოლოდ თავი გააქნია და ფართოდ გამიღიმა-ეშტონი კი ისევ ვერ მშვიდდებოდა და გამუდმებით ერთსა და იმავეს მიმეორებდა:
-პატარავ,გთხოვ,რამე სისულელე არ ჩაიდინო
როგორც კი ეს მითხრა,მაშინვე ფართოდ გავუღიმე და ვუთხარი:
-მამიკო,დამშვიდდი-ვიცი,რაც უნდა გავაკეთო
დიდხანს დავეხეტებოდი-ბოლოს კი ნაილსაც მივაგენი-დამინახა თუ არა,შეშინებულმა მკითხა:
-პატარა პინგვინო,აქ რას აკეთებ? ყველაფერი რიგზეა?
ისე რომ არაფერი მითქვამს,ხელი ჩავჭიდე და ნაბიჯს ავუჩქარე-ისიც ქოშინით მომსდევდა და მეკითხებოდა:
-სემ,ყველაფერი რიგზეა?
როგორც კი ეს მკითხა,მაშინვე მივუბრუნდი,დოინჯი შემოვირტყი და წარბაწეულმა ვუთხარი:
-საქმე ცუდად არის,ნაილერ-ლუი მთელი დღე შენთან შეხმიანებას ცდილობს,მაგრამ შენ იმ არაკაცის დევნაში ხარ გართული-ალბათ ვერ ხვდები,რომ თავს საფრთხეში იგდებ
არაფერს ამბობდა-უბრალოდ იდგა და დასჯილი ბავშვივით თავჩაქინდრული გაურკვევლად ბუტბუტებდა რაღაცას-ბოლოს კი თავი ასწია,ლეკვის თვალებით შემომხედა და მითხრა:
-ძვირფასო,გთხოვ,ნურც ტომოს და ნურც დანარჩენებს ეტყვი ამ ყველაფერს
დიდხანს ვიდექი და გამომცდელად ვუყურებდი-ბოლოს კი სიცილით ვუთხარი:
-როგორც იტყვი,წიწილ-შემდეგ კი ორივე სახლის გზას დავადექით.
YOU ARE READING
"ორმაგი ცხოვრება"(A.I&L.H Fanfiction) (დასრულებულია)
Fanfictionეშტონი და ლუკი დიდი ხნის მეგობრები არიან-მართალია მათი ბენდი საკმაოდ წარმატებულია,მაგრამ არის რაღაც,რაც არც მათმა ფანებმა,ოჯახის წევრებმა და არც მეგობრებმა იციან-ისინი საიდუმლო აგენტები არიან-ამის დამალვას კი დიდი ხნის მანძილზე ცდილობენ,მაგრამ მათი...