"საავადმყოფოში" თავი 8

60 1 0
                                    

*2 საათის შემდეგ*

ორი საათის შემდეგ,როცა თვალები გავახილე და ირგვლივ მიმოვიხედე,მივხვდი,რომ საავადმყოფოში ვიყავი-თავიდან ვერაფერი გავიხსენე,მაგრამ ბოლოს,როცა მაჯებზე დავიხედე და სახვევებს მოვკარი თვალი,მაშინვე ყველაფერი გამახსენდა და მოთქმით ავტირდი.

დიდხანს ვიწექი ასე,მაგრამ უეცრად პალატის კარი გაიღო,შიგნით აქოშინებული ლიამი და ნაილი შემოცვივდნენ და მითხრეს:

-პრინცესავ,ყველაფერი რიგზეა? ძალიან შეგვაშინე

ვერაფერს ვამბობდი-ისევ ისე ვტიროდი და თან ერთიანად ვცახცახებდი-ბოლოს კი,როცა ოდნავ მაინც დავმშვიდდი,ვუთხარი:

-იმ არაკაცი ჯორჯისთვის ჭკუის სწავლება მინდოდა,მაგრამ როგორც ჩანს,ჩავფლავდი

-წყეული ნაძირალა!-დაიყვირა გაცეცხლებულმა ლიამმა და კედელს მუშტი სთხლიშა-ბოლოს კი მკითხა:

-სემ,რატომ არ გაგვაფრთხილე?

-ლიამ,გთხოვ,გაჩუმდი და დამშვიდდი-უთხრა ნაილმა,ბოლოს კი მომიბრუნდა და მკითხა:

-პრინცესავ,ხომ არ იცი,ლუკი და ეში რატომ ცდილობდნენ მის დაჭერას? შეგიძლია მითხრა,რაშია საქმე?

ძალიან შემეშინდა,როცა ეს გავიგე-დიდხანს ვყოყმანობდი,მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტე სიმართლის თქმა-თავს ძალა დავატანე,ღრმად ჩავისუნთქე და ვუპასუხე:

-იმ ნაძირალამ გამინადგურა ცხოვრება-სწორედ მან დახოცა ჩემი მშობლები-ლუკი და ეში კი საიდუმლო აგენტები არიან და უკვე ორი თვეა,რაც მის დაჭერას ცდილობენ-უნდათ,რომ ყველაფერში გამოტეხონ.

ამის მოსმენის შემდეგ გაოგნებულ ნაილს თვალები შუბლზე აუვიდა-ლიამი კი ვერაფერს ამბობდა-უბრალოდ იდგა და თვალებს ნერვიულად აცეცებდა აქეთ-იქით-დიდხანს ჩუმად ყოფნის მერე კი ჩაახველა და მკითხა:

-პატარა პინგვინო,ეს როგორ გაიგე?

როგორც კი ეს მკითხა,მაშინვე ვიგრძენი თუ როგორ მომაწვა ყელში ცრემლების ბურთი,მაგრამ შევძელი,თავს ძალა დავატანე და ვუპასუხე:

-ყველაფერი იმ წერილში ეწერა,რომელიც რამდენიმე დღის წინ იმ არაკაცმა გამომიგზავნა-როგორც ჩანს,მან რაღაც იცოდა და უნდოდა,რომ პირველად მე გამეგო ეს ამბავი

როგორც კი ეს გაიგეს,მაშინვე შეშინებულებმა გადახედეს ერთმანეთს,ბოლოს კი ლიამი ტყვიანაკრავივით გავარდა პალატიდან-თან მოგვაძახა:

-ახლავე დანარჩენებს უნდა შევატყობინო ეს ყველაფერი-თუ რამე არ მოვიმოქმედეთ,ის მანიაკი ყველას აგვკუწავს

ამის შემდეგ დიდხანს ვისხედით ხმაამოუღებლად,მაგრამ ბოლოს პალატაში ატირებულმა ეშტონმა შემოირბინა,მაგრად ჩამეხუტა და მითხრა:

-საყვარელო,ეს რატომ გააკეთე?-ძალიან შემაშინე

-არ... არ მინდოდა,რომ შენ და ლუკი რამე შარში გახვეულიყავით-ასე რომ გ... გადავწყვიტე იმ არაკაცისთვის
ჭკუა მესწავლებინა,მაგრამ როგორც ჩანს,ეს ცუდი იდეა იყო-ცრემლების ყლაპვით ვუთხარი და ქუთუთოები ძლიერად დავაჭირე ერთმანეთს

-გაჩუმდი და შეწყვიტე იმ ნაძირალაზე ფიქრი-მას ჩვენ მივხედავთ-ახლა მთავარი მხოლოდ ისაა,რომ გადარჩი და აღარ მოგცემ მსგავსი სისულელის გაკეთების უფლებას-რამე რომ დაგემართოს,როგორ უნდა გავაგრძელო უშენოდ ცხოვრება?-ჩურჩულით მკითხა და გულში ჩამიკრა-ბოლოს კი ჩუმად ატირდა

-ეშ,გთხოვ,დამშვიდდი-ვეუბნებოდი,მაგრამ ამაოდ-ისევ ისე აგრძელებდა ტირილს,როგორც მანამდე-ბოლოს კი,როცა ტირილისგან ძალა გამოეცალა,ნაღვლიანად შემომხედა და მითხრა:

-სემ,ჩემო პატარავ,რამე რომ მოგსვლოდა,საკუთარ თავს არასდროს ვაპატიებდი-ძალიან მიყვარხარ და არ მინდა შენი დაკარგვა

როგორც კი ეს მითხრა,მაშინვე სუსტად გავუღიმე და ვუთხარი:

-მეც ძალიან მიყვარხარ,მამიკო-გპირდები,რომ ამიერიდან ასე დაუფიქრებლად აღარ ვიმოქმედებ

დიდხანს იჯდა ჩუმად და მიღიმოდა-ბოლოს კი ნაილს მიუბრუნდა და ჰკითხა:

-წიწილ,ხომ არ იცი ლიამს რა დაემართა?

როგორც კი ეს გაიგო,მაშინვე მძიმედ ამოიხვნეშა-ბოლოს კი,როცა მიხვდა,რომ სიმართლის დამალვას აზრი აღარ ჰქონდა,უთხრა:

-ლიამმა უკვე ყველაფერი იცის,მამიკო ირვინ-ახლა კი დანარჩენების გასაფრთხილებლად წავიდა-იმედია მალე დაბრუნდება და თავს რამე შარში არ გაჰყოფს.

"ორმაგი ცხოვრება"(A.I&L.H Fanfiction) (დასრულებულია)Where stories live. Discover now