start..

3.5K 87 17
                                    

იცოდა რომ დღეს საკმაოდ გადატვირთული დღე ჰქონდა.
ორი რთული პროცესი ელოდა სასამართლოში და   ორივე შემთხვევაში საკმაოდ დიდ შარში გახვეულ ადამიანებს იცავდა.
არასდროს ყვარებია უსამართლობა  და დამნაშავეები, სწორედ ეს იყო მიზეზი მისი ადვოკატობისა. სურდა რომ უდანაშაულო ხალხი ბოროტი ადამიანების კლანჭებიდან დაეხსნა და გაენთავისუფლებინა.
ამ ოცნების ახდენას კი დიდი დრო დაახარჯა კიდეც.
რაც თავი ახსოვს მუდმივად სწავლობდა და ცდილობდა თავისი დისთვის და დისშვილისთვის კარგი მომავალი შეექმნა.
ის თავის დასთან და დისშვილთან ერთად საკუთარ სახლში ცხოვრობს, და პროფესიით ექიმია ასე რომ ხშირად უწეცს ქალაქგარეთ ყოფნა, ტესა კი  დისშვილთან ხშირად რჩება და უვლის მას.
რაც შეეხება მშობლებს, ეს ცოტა რთული თემაა..

ტესამ ბლუზა და შავი წელში გამოყვანილი ქვედაბოლო გაისწორა და საპირფარეშო დატოვა. უკვე პირველი პროცესი იწყებოდა.

მის დაცვისქვეშ მყოფს მიუახლოვდა და დაამშვიდა. ტესას ყველა ხელჩასაჭიდი ჰქონდა და დარწმუნებული იყო რომ მოწინააღმდეგეს საბოლოოდ გაანადგურებდა.

****
სასამართლო დარბაზის კარები ღიმილით გააღო და გარეთ გამოვიდა. ჯეისონი მას მოეხვია და ძალიან ბევრი მადლობა გადაუხადა.

- ძალიან დიდი მადლობა მის ანდერსონ. თქვენი დამსახურებაა რომ ახლა გისოსებს მიღმა არ ვარ და შემიძლია ჩემს ოჯახთან ერთად ბედნიერად ვიცხოვრო.. დიდი მადლობა- კაცმა ცრემლები მოიშორა და ღიმილიანი სახით დაემშვიდობა ადვოკატს.
ტესა ბედნიერი სახით უყურებდა ამ საშუალო ასაკის მამაკაცს რომელსაც ოჯახის გარდა სხვა არავის სჭირდებოდა. სწორედ ამას აფასებდა ქალი ადამიანებში ყველაზე მეტად.

პირველი სასამართლოს დასრულების შემდეგ გადაწყვიტა კაფეში შეევლო და რამეთი დანაყრებულიყო.
დაახლოებით ერთ საათში მეორე განსაკუთრებით რთული პროცესი ელოდა.

Teacher  (დასრულებული)Where stories live. Discover now