together

1.1K 63 27
                                    

ტესა საწოლზე იწვა და ჰარის ელოდებოდა, მამაკაცმა დააგვიანა, ამიტომ ფეხზე ნელა წამოდგა, თავის ძლიერი ტკვილი დააიგნორა და ოთახის კარები  ნელა გამოაღო. მის წინ თეთრ ფერში შეღებილი დერეფანი გამოჩნდა, რომელიც საკმაოდ ფართო იყო.  კარები დაკეტა და წინ დაიწყო სვლა, თან სხვა ოთახებს აკვირდებოდა. კიბეებს მიუახლოვდა და ქვემოთ დაიწყო სვლა.
პირველ სართულზე აღმოჩნდა თუ არა მაშინვე, სამზარეულოსკენ წავიდა და მაშინვე ჰარის მოკრა თვალი, რომელიც წლით სავსე ჭიქაში ლიმონის ნაჭრებს აგდებდა.

- დაგაგვიანდა და მოვედი- ჰარიმ ქალის ხმა გაიგო თუ არა, მაშინვე მკვეთრად შემოატრიალა თავი. მის წინ მოკლე  ფართო მაისურში გამოწყობილი ტესა იდგა რომელსაც ეს თხელი მატერია მხოლოდ ბარძაყებს უფარავდა და ისიც ნახევრად.
თმები გაშლილი ჰქონდა და მხრებზე არეულად ეყარა, კედელს იყო მიყრდნობილი, ხელები გადაჯვარედინებული ჰქონდა ხოლო ცალი ფეხი ცოტა წინ  წამოწეული. მისი ეს მდგომარეობა რაღაც უფრო მიმზიდველს ხდიდა სტაილსის თვალში.
მამაკაცმა ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა, ქალის სხეულს თვალი ააყოლა. ტესამ მისი ყოველი ქცევა შეამჩნია და კმაყოფილმა  გაიღიმა.
ჰარის მიუახლოვდა ჭიქა ხელიდან უცებ ააცალა და თეძოების რხევით მისაღებში გავიდა.  დივანზე მოკალათდა, ფეხები მაგიდაზე დააწყო და ლიმნიანი წლის დალევა დაიწყო.
უეცრად ჰარი მის წინ მაგიდაზე დაჯდა, ხელები კი ფეხებს დააყრდნო. ქალს დაუწყო ყურება. თავი გვერდით გადახარა და გაიღიმა.
ცალი ხელი ნელა ასწია, ქალს კოჭზე დაადო და ნელ-ნელა თითები მსუბუქი მოძრაობით ზევით აუყვა. ტესა მისი თითების მოძრაობას თვალს ერთი წამითაც არ აშორებდა, როდესაც სტაილსის ხელები უკვე მაისურის ბოლოსთან შეამჩნია, თავი წამოსწია და ჰარის დააკვირდა. მამაკაცს ისევ ღიმილიანი სახე ჰქონდა, მაგრამ მისი თვალები სულ სხვა რამეზე მეტყველებდნენ. შეიძლება გარეგნულად მშვიდად გამოიყურებოდა, მაგრამ მისი შიგნაგანი მდგომარეობა ნელ-ნელა ვნების ქარიშხალში იწყებდა გახვევას.
მეორე ხელით ტესას ჭიქა გამოართვა და მაგიდაზე დადო.
ქალი მას არ ეწინააღმდეგებოდა. მას მიყვებოდა, მას ენდობოდა.
ჰარიმ ხელები მის ფეხებს მოხვია და მაგიდიდან ჩამოაწევინა, შემდეგ ფეხზე წამოდგა და მის წინ ჩაიმუხლა.

Teacher  (დასრულებული)Where stories live. Discover now