ტესა მეთიუს წინ იდგა და გამარჯვებულის ღიმილით დაჰყურებდა.
- ჩანაწერს ყველამ მოვუსმინეთ. ასე არ არის?- წარბი ასწია.- მგონი დროა რომ ყველაფერი დავაზუსტოთ.
დარბაზს მზერა მოაშორა და ნელი ნაბიჯებით დაიწყო მეთიუსკენ სვლა.
-ოჰ. მეთიუ.. მეთიუ..- თავი გვერდით გადახარა და ისეთი გამომეტყველება მიიღო თითქოს წუხდა ამ ყველაფერზე.- ხომ ხვდები რომ ყველაფერი მორჩა?- გაუღიმა- საქმეზე გადავიდეთ.- სწრაფადვე დაიბრუნა სერიოზული გამომეტყველება.
-ვიდეოში ამბობთ რომ სხვა ქალებთან იმიტომ გქონდათ ურთიერთობა რომ ეს გინდოდათ. ასეა ხომ?
- არა!- კბილებში გამოსცრა მან.
- არა? საკუთარ სიტყვებს უარყობთ?- გაიოცა ტესამ- ამ დარბაზში მსხდომნი დამეთანხმებიან რომ მათაც იგივე გაიგონეს რაც მე! ყველა მათგანმა გაიგონა რომ ცოლს ღალატობდით და ახლაც იმავეს აკეთებთ.
მითხარით- დარბაზს მიუტრიალდა- როგორ უნდა გაზარდოს ასეთმა ადამიანმა ბავშვი? როგორი მამობა უნდა გაუწიოს მას?- შეურაწყოფას მაყენებთ!- ყბა დასჭიმვოდა მეთიუს და ტესას სიძულვილით სავსე თვალებით უყურებდა.
- და თქვენ არ აყენებდით შეურაწყოფას თქვენს მეუღლეს, ოჯახს და შვილს? ამაზე არ ფიქრობდით როდესაც სხვა ქალებთან ნებივრობდით? არ ფიქრობდით რა დღეში იყო ბავშვი რომელსაც სურდა რომ გვერდით წესიერი და მოსიყვარულე მამა ჰყოლოდა? არ გიფიქრიათ რა დღეში იყო მართა- ხელი ქალსიკენ გაიშვირა- რომელიც მომლოდინე ყოველდღე გელოდათ და იმის იმედი ჰქონდა რომ ოდესმე მოსიყვარულე და მზრუნველი ქმარი იქნებოდით მისთვის? სად გაქრა თქვენი სიყვარული? ნუთუ იმ ქალებთან ყოფნის დროს ერთხელ მაინც არ გაგხსენებიათ ბედნიერი წამები რომლებიც მართას და თქვენს ახალგაზრდობას ეკუთვნის?
მეთიუს სახე ნერვიულობისგან მოღრეცოდა და უკვე ძლივს ახერხებდა ჯდომას სკამზეც კი.
YOU ARE READING
Teacher (დასრულებული)
RomanceHe is teacher. She is advocate. They are... Who are they for each other? Read And You Will See The Answer.