club

961 68 16
                                    

შიგნით შევიდნენ თუ არა მკვეთრმა სინათლემ ტესას თვალი მოჭრა, ხოლო ალკოჰოლისა და სიგარეტის სუნმა გულის რევის შეგრძნება აღუძვრა, ჯერ წესიერად შიგნით არ შესულა და უკვე ეს ადგილი აღიზიანებს.

- ბართან მივიდეთ- ჰარიმ ხელი წელზე მოუჭირა და ბარისკენ წაიყვანა.-აბა რას დალევ?.

- მარტინი- ჰარისთვის არც კი შეუხედია ისე უთხრა. მისთვის ახლა მთავარი არ იყო სასმელი, უნდოდა რაც შეიძლება მალე ეპოვნა მისი სამიზნე და გეგმაც განეხორციელებინა.
ბარმენმა ორი ჭიქა დადო მათ წინ. ტესამ ხელი ჭიქას დაავლო და წამებში გამოცალა.

- ოუ.. ცოტა ნელა- ჩაიცინა ჰარიმ.

-დაასხი- ბარმენს უთხრა და ისევ ხალხის თვალიერება გააგრძელა.

-ვინმეს ეძებ?-ისევ გაისმა ჰარის ხმა.

-შეიძლება ასეც ითქვას.- მხრები აიჩეჩა.
უკვე იმედი გადაწურული ჰქონდა მაგრამ სწორედ ამ დროს შეამჩნია ის ვისაც ამ დროის მანძილზე ეძებდა.
კლუბს მეორე სართულიც ჰქონდა, რომელზეც რკინის დახვეული კიბეებით ადიოდი, იქედან მთელი საცეკვაო მოედანი ხელია გულივით მოჩანდა და თან ის ადგილის საგრძნობლად კარგად დანახვა იყო შესაძლებელი,  იმ ადგილიდან სადაც ტესა იმყოფებოდა.

- ტესა რა ხდება?- ჰარი უკვე ღიზიანდებოდა ქალია ასეთი გაურკვეველი ქცევებით. თან ვერ იტანდა იმას როდესაც აიგნორებდნენ და ყურადღებას არ აქცევდნენ, სწორედ ასე იქცეოდა ტესა ახლა.
  ტესა ფეხზე წამოდგა და ჰარის მიუბრუნდა.

-მალე დავდრუნდები. საპირფარეშოში გავალ- გაუღიმა და ჰარის ზურგი აქცია.

- მოიცადე..- მკლავზე ხელი დაავლო მისკენ სწრაფად შეაბრუნა.

- რამე ხდება?

-  მინდა გავერკვე თუ რა ხდება ტესა.  უცნაურად იქცევი.

-ნუთუ ისე კარგად მიცნობ რომ იცი როგორია ჩემი უცნაური ან ნორმალური ქცევები?- ჩაიღიმა და დამცინავად შეათვალიერა.

Teacher  (დასრულებული)Where stories live. Discover now