Bob's call

758 49 40
                                    

ტესა და ემილი სახლში შევიდნენ და მისი თვალიერება დაიწყეს. ძალიან ლამაზი ხის სახლი იყო, და თან საკმაოდ დიდი სივრცეც ჰქონდა.

-ჰარი ძალიან ლამაზია-ემილი მასთან მივიდა და მხარზე ხელი დაადო.

- მადლობა ემ. ეს ადგილი ძალიან მიყვარს. -ტესა მათ თბილ საუბარს გვერდიდან უყურებდა და ნელ-ნელა ბრაი უფრო იბყრობდა.
იქვე დადებულ თავის ჩემოდანს ხელი მოჰკიდა და უხეშად უთხრა მათ.

- ჩემი ოთახი რომელი იქნება? - ემილის გაუკვირდა მისი ასეთი ტონით საუბარი აი ჰარი კი ჩაიცინა რადგან მიხვდა ქალის გაღიზიანების მიზეზს.

- რატომ ასე უხეშად?- იკითხა ემილიმ.

- დავიღალე-ისევ უხეში პასუხი- და თან თავს არაკომფორტულად ვგრძნობ-  ნატკენი ხელი ასწია.

-კარგი. ჰარი აჩვენებ ოთახს?- მას მიუბრუნდა.

- რა თქმა უნდა- ჰარი ემილის მოშორდა და კიბეებისკენ დაიწყო სვლა- წამოდი ტესა.-მისკენ არც კი გამოუხედავს ისე უთხრა. ტესა უკან მიყვა მას.
ყავისფერი კარები შეაღეს და მალევე კომფორტულად მოწყობილ ოთახში აღმოჩნდნენ -აი ეს არის.

ჰარი უკან გატრიალდა და გასვლა დააპირა მაგრამ ტესას ხელმა შეაჩერა.

- დიდხანს მოიქცევი ასე?- დამწუხრებულმა ჰკითხა.
ჰარიმ ჩაიცინა.

- ვერ გავიგე ჩემგან რას ელი ტესა.- მისკენ შეტრიალდა და პირდაპირ თვალებში ჩააშტერდა.

-მინდა რომ მაპატიო ჰარი!

- და ამის ღირისი ხარ?

- ყველა უშვებს შეცდომებს ჰარი. მეც დავუშვი შეცდომა თანაც ძალიან დიდი მაგრამ ყველაზე საშინელ შეცდომებსაც პატიობენ.

-მე არ მადარდებს სხვები რას აკეთებენ. -წარბშეკრულმა თქვა, შემდეგ კი ტესას ზურგი აქცია და ოთახის გასასვლელთან მივიდა, კარის ზღურბლთან შეჩერდა და უთხრა- იმედია კარგად მოეწყობი-შემდეგ კი კარები გაიხურა და გავიდა.

Teacher  (დასრულებული)Where stories live. Discover now