როგორ იგრძნობდით თავს როდესაც ვინმე თქვენ და თქვენს სიყვარულს უარყოფდა? ზურგს გაგცევდათ და გადაგთელავდათ?
პასუხი მარტივია. საშინლად.
ისეთი შეგრძნება გექნებოდათ თითქოს რაღაც თქვენთვის ძვირფასი გულიდან ამოგაგლიჯეს და თქვენს თვალწინ დაანაკუწეს.
დანაკლის იგრძნობთ, იფიქრებთ რომ თქვენში ღრმად არის ხვრელი გათხრილი რომლის ამოვსების შანსი არ არისებობს. პირველი, იმიტომ რომ მის მაგივრობას ვერავინ გაგიწევს და მეორე მის დაბრუნებას ვერ შეძლებ რადგან აღმოაჩენ რომ შენი არასდროს ყოფილა.
უბრალოდ წარმოიდგინეთ
და მიხვდებით თუ როგორ ტკივილს განიცდის ამ დროს ადამიანი, შეიძლება გამოცდის გარეშე ყველაფერი კარგად ვერ შეიგრძნოთ მაგრამ წარმოდგენა მაინც შეგეგქმნებათ.სწორედ ასე გრძნობდა ჰარი თავს როდესაც ტესას მიერ უარყოფილი იქმნა მისი სიყვარული.
როდესაც ტესა ქარიშხალივით გავარდა სახლიდან, ჰარი კიდევ რამდენიმე წუთის მანძილზე გაშეშებული იდგა ერთ ადგილზე და მომხდარია გაანალიზებას ცდილობდა.
ვერ იჯერებდა რომ ტესასთან ყველაფერი ასე მალე დასრულდა, ნამდვილად არ ეგონა თუ გრძნობებში გამოტყდომის შემდეგ ასე იგრძნობდა თავს, მაგრამ რასაც ყველაზე ნაკლებად ველოდებით სწორედ ის ხდება ჩვენს ცხოვრებაში.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ჰარიმ თავის თავს პირობა მისცა რომ ფეხზე მყარად დადგებოდა, ამ სიყვარულს დასუსტებია საშუალებას არ მისცემდა და მალევე მოიშორებდა თავიდან.***
ტესას გონება სახლში მისვლამდე გათიშული იყო მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს როდესაც საკუთარი თავი თავისი სახლის მისაღებ ოთახში აღმოაჩინა.
თავი ხელებში ჩარგო და კიდევ ერთხელ გაიხსენა ჰარია სიტყვები.
' მიყვარხარ'.
სიმწრის სიცილით ჩაიცინა და თქვა.- მატყუარა!- კბილებში გამოსცრა ეს სიტყვები.
ფეხზე გაბრაზებული წამოდგა და ოთახში ავიდა.
ჰარიზე ბრაზობდა, ძალიან ბრაზობდა და მისი ერთი სიტყვისაც კი არ სჯეროდა, ენდო მაგრამ ამან კარგი არაფერი მოუტანა, არამედ პორიქით, გული უფრო ატკინა.
პირობა დადო რომ რაც არ უნდა მომხდარიყო ჰარიზე აღარ იფიქრება და მას დაივიწყებდა.
YOU ARE READING
Teacher (დასრულებული)
RomanceHe is teacher. She is advocate. They are... Who are they for each other? Read And You Will See The Answer.