someone

1K 70 9
                                    

- მინდა რომ მისი ყოველი ნაბიჯი ვიცოდე.- თქვა ტესამ და ჭიქა პირთან მიიტანა, რომელშიც წითელი სითხე ესხა.

- და ამას როგორ აპირებ?- გაიღიმა ყმაწვილმა და ტესას ტანზე თვალები აატარა.

-ნუ.. ჯერ არ მაქვს იდეები. ვიცოდი რომ შენ დამეხმარებოდი- გაიღიმა. ფეხზე წამოდგა და ნიკს გვერდით მიუჯდა.

- მე ჩემს ვარანტებს გეტყვი. იმედია მოგეწონება.

-ყურადღებით გისმენ- გაიღიმა.

***
-შეძლებ ამის გაკეთებას?- ჰკითხა ნიკმა.

- რთული არ იქნება. მთავარია მისი ყურადღება მივიქციო.- თითები სახეზე ჩამოისვა.

-ეს რთული არ იქნება. იცი როგორიც უნდა იყო კაცების წინ.

- რა თქმა უნდა- გაიღიმა და ტუჩზე თითი დაისვა.

- ყველას აგიჟებ- ბიჭმა გაიღიმა.- მაგრამ ჩემთან ეს არ გამოგივა.

- ვიცი ნიკ- თვალები აატრიალა.- საჭირო ნივთები მომეცი და წავალ.

- კარგი, მაგრამ იცოდე რომ მხოლოდ საქმისთვის არ უნდა  დამიკავშირდე ქალბატონო.

- აჰამ- ფეხი ფეხზე გადაიდო.
ნიკი თავის ოთახში გავიდა, მოწყობილობების მოსატანად.
ტესა მშვიდად იჯდა და გონებაში გეგმებს აწყობდა. ზუსტად იცოდა, მამაკაცი ამ საღამოს სად იქნებოდა.  ცოლის თქმით ყოველ საღამოს იქ დადიოდა და ერთობოდა, ამიტომ თავის მიზანს ადვიალად მიაღწევდა.

- გამომართვი. იცი რომ როგორ უნდა გააკეთო ყველაფერი?

- კი- ხელი მოჰკიდა ყველაფერს და ჩანთაში ჩაიწყო.

- მე თვალყურს ვადევნებ, და გავიგებ როდის მოათავსებ ამ მოწყობილობას ტელეფონში.

- ძალიან კარგი. როდესაც კავშირს მის ტელეფონთან დაამყარებ ტელეფონზე დამირეკე და ამის წყალობით მანიშნე.

- კარგი. ახლა კი წადი და საღამოსთვის მოემზადე- გაიცინა

- აუცილებლად.- ბინის კარები გააღო და კიბეებს ქვემოთ დაუყვა. სადარბაზოს დატოვების შემდეგ, მანქანაში მოთავსდა და გადაწყვიტა სახლში წასვლამდე სადღაც შეევლო.

Teacher  (დასრულებული)Where stories live. Discover now