he or she?

734 50 25
                                    

ჰარისთვის ყველაფერი რთულად იყო. ეგონა რომ ორ ცეცხლს შუა იმყოფებოდა.
არჩევანი უნდა გაეკეთებინა  საყვარელ ქალსა და მეგობარს შორის.
დიახ.
მისი უახლოესი მეგობარი მეთიუ სკოტი იყო. ალბად პირველად რაც გაიფიქრეთ არის ის რომ ჰარი  მეთიუს გამო დაუახლოვდა ტესას, რადგან სურდა რომ საქმის და მისი გეგმების შესახებ გაეგო, მაგრამ ცდებით.
ეს ყველაფერი მართლაც დამთხვევა იყო.
ცუდი დამთხვევა. ჰარის წარმოდგენაც არ ჰქონდა იმის შესახებ რომ ტესა მეთიუს მოწინააღმდეგე იქნებოდა სასამართლოზე.
მეთიუსგან მხოლოდ ის იცოდა, რომ ის ცოლს შორდებოდა და საკმაოდ ძლიერი ადვოკატი ყავდა მართას.
ახლა კი ეგონა რომ ორ ცეცხლს შუა იწვოდა.
  მამაკაცი მისი მეგობარი იყო, ადამიანი რომელიც გასაჭირში მუდამ გვერდით ედგა, სწორედ მეთიუ დაეხმარა მას ქონების დაბრუნებაში, რომელიც კანონით მშობლებისგან ჰარის უნდა დარჩენოდა მაგრამ, რაღაც წვრილმანი პრობლემები წარმოიქმნა. მეთიუ ამ დროს ყველაფერს აკეთებდა მის დასახმარებლად. ჰარი ფიქრობდა რომ ახლა საუკეთესო მეგობრის ცხოვრებას ანგრევდა ამ დუმილით. ართმევდა ყველაფერს რაც ჭირდებოდა და რისთვისაც ამდენი იშრომა..
  და ტესა..
ეს რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა იყო ჰარის ცხოვრებაში. ეს ქალი ისე უცებ გამოჩნდა და ისე უცებ ჩასახლდა მის გონებასა და გულში რომ გააზრებაც კი ვერ მოასწრო.
ვერ გაიგო როდის შეიყვარა მისი სურნელი, თვალები, გამოხედვა, ღიმილი და თვითონ ის.
იცოდა თუ  რამდენი იშრომა ტესამ იმისთვის რომ სამხილები მოეპოვებინა და გაემარჯვა. საკუთარი თავი საფრთხეში ჩააგდო და სიკვდილს წინ დაუდგა.
ყველაფერზე წავიდა..

რთული სიტუაცია იყო.
საუკეთესო მეგობარი თუ სიყვარული?
თქვენ რომელს აირჩევდით?

დაღლილი სავარელზე იყო მისვენებული და ხელში ტელეფონი ეჭირა. ფიქრობდა დაერეკა თუ არა მეთიუსთვის და ეთქვა თუ არა ეს ყოველივე მისთვის.
ტელეფონზე ნომერი აკრიფა და დარეკა.
მეთიუმ მალევე აიღო ტელეფონი.

Teacher  (დასრულებული)Where stories live. Discover now