night

1K 74 21
                                    

ჰარი გაკვირვებული უყურებდა მას და ვერ ხვდებოდა ტესას აქ მოსვლის რეალურ მიზეზს. ეს ქალი ხომ ნამდვილი გამოცანა იყო. ბოლომდრ ვერასდროს ჩაწვდებოდი მის არსს.
ჰარიმ უკან დაიხია და ქალს სახლში შესვლის საშუალება მისცა. ტესამ გაღიმებულმა შეაბიჯა სახლში და მაშინვე მის ინტერიერს დაუწყო თვალიერება.
ეს იყო სახლი დიდი მისაღებით, რომლის შუაგულში იდგა დიდი დივანი ხოლო მის წინ საშუალო ზომის მაგიდა. კედელზე კი დიდი პლაზმური ტელევიზორი ეკიდა. მისაღები ღია და მუქ ფერებში იყო გაწყობილი, შავი და თეთრი ფერები ჭარბობდა.
მისაღების მეორე მხარეს დიდი კიბე იყო, რომელიც მეორე სართულს აუყვებოდა.
დავუბრუნდეთ ისევ მისაღების სხვა მიმდებარე ტერიტორიებს. იქვე პატარა დერეფანი იწყებოდა, რომლის მეორე მხარეს დიდი სამზარეულო მდებარეობდა.

- მგონი სახლი მოგეწონა- გაიგონა ჰარის ხმა რომელშიც მხიარული ნოტები იმჩნეოდა. ტესა უკან ღიმილით შეტრიალდა და ისევ მის წინ პირსახოც შემოხვეულ მამაკაცს დააკვირდა. თვალები მის სხეულს აატარა და საბოლოოდ სახეზე დააკვირდა.

- კი მომეწონა. - თავი გვერდიტ გადახარა და ისევ მის სხეულს დაუწყო თვალიერება- ამავდროულად შენი სხეულიც- ჩაიცინა. ჰარიმაც ჩაიღიმა და კიბეებისკენ დაიწყო სვლა.

- ახლავე მოვალ- როდესაც ჰარი თვალთახედვიდან საბოლოოდ გაქრა, ტესა დივანზე მოთავსდა და სასმლის ბოთლები რომლებიც ამ დროის მანძილზე ხელში ეჭირა  მაგიდაზე დადო.
ალბად იფიქრებთ თუ საიდან გაიგო მასწავლებლის მისამართი, ეს არც ისე რთული მისახვედრია, მან ნიკის გავლენით რაღაცეები იცოდა, ამიტომ ჰარის მისამართის მოძებნა დამდვილად არ გაუჭირდებოდა.
ფეხი ფეხზე გადადებული იჯდა სავარძელზე და ჰარის ელოდებოდა, მაგრამ როდესაც უკვე ძალიან დააგვიანა ვეღარ მოითმინა, ფეხე წამოდგა და სამზარეულოსკენ წავიდა. როდესაც შიგნით შევიდა მის წინ უდიდესი სივრცე გადაიშალა, ეს ადგილი ღია ფერებში იყო გაწყობილი.
კარადებს მიუახლოვდა და ჭიქების ძებნა დაიწყო, ერთ-ერთი კარადა შედარებით ამაღლა იყო და ვერ წვდებოდა. ამოიოხრა და მაგიდიდან სკამი აიღო, კარადასთან ახლოა დადგა? მასზე ავიდა და კარები გამოღო, იქედან ორი საშუალო ზომის ჭიქა გამოიღო და კარებიც დაკეტა.

Teacher  (დასრულებული)Where stories live. Discover now