სახლში მისვლა არ უნდოდა. იცოდა რომ ემილი მის ასეთ მდგომარეობას შეამჩნევდა და კითხვებითაც თავს მოაბეზრებდა. საქმე არ გაირთულა ამიტომ გადაწყვიტა სასმელი ეყიდა და უბრალოდ სადმე წყნარ ადგილზე წასულიყო.
მანქანიდან გადავიდა და მარკეტში შევიდა.
მაშინვე სასმლის სექციისკენ გაემართა და დაიწყო იმის შესახებ ფიქრი თუ რომელი სასმელი აერჩია.
მართალია არაყი მართლაც კარგი სასმელი იყო, უყვარდა კიდევაც, მაგრამ თავის ძლიერ ტკივილს იწვევდა ამიტომ ამ სასმელზე მაშინვე უარი თქვა. როგორც იცით ყველა ადამიანის ორგანიზმი სასმელზე სხვადასხვაგვარად რეაგირებს ასე რომ..
მალევე მობეზრდა ასე უაზროდ ყურყუტი ერთ ადგილზე, ხელი ჯეკ დანიელსის ბოთლს დაავლო და სალაროსკენ გაემართა.
სასმელი იყიდა და მანქანაში მოკალათდა, ძრავი ააამუშავა და უბრალოდ წინ დაიწყო სვლა.***
მანქანა გააჩერა და ქვემოთ ჩავიდა. წინ გადაშლილ ლამაზ ხედს დააკვირდა და გაიღიმა. ბოთლს თავი მოხსნა და ერთი ყლუპი დალია.
წარბები შეჭმუხნა.
დღეს ისეთ ექტრემალურ სიტუაციაში აღმოჩნდა რომელსაც არ ელოდა.
მაგრამ მიხვდა რომ ამ სიტუაციით რაღაც მხრივ ნასიამოვნები დარჩა, მართალია სამხილებიც ხელთ იპყრო, მაგრამ ამის გარდა თავს მაინც კარგად გრძნობდა.
ვინმეს ამის გამო გიჟი ეგონებოდა.
მინდორზე ჩამოჯდა და კიდევ ერთხელ დალია.
ტელეფონმა დაურეკა, როდესაც ეკრანს დახედა? მობეზრებულმა ამოიოხრა და უპასუხა.
- გისმენ..- სად ხარ?
- რა მნიშნვნელობა აქვს?
- გაღიზიანებული ჩანხარ.
- ემილი რა გინდა?- თვალები აატრიალა.
- უბრალოდ რომ არ მოხვედი დაგირეკე.
- ჰოდა დამაგვიანდება იცოდე.
- კარგი ჰო.-ემილიც გაღიზიანდა- ჰო ისე ჰარი წავიდა.
ტესას გაუკვირდა. ვერ გაიგო რას გულოსხმობდა ემილო სიტყვებში " ჰარი წავიდა".
YOU ARE READING
Teacher (დასრულებული)
RomanceHe is teacher. She is advocate. They are... Who are they for each other? Read And You Will See The Answer.