- იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის- თქვა ბობმა და ტესას გვერდით მოკალათდა.
- ყველაფერი კარგად იქნება!- დარწმუნებულმა თქვა და დაელოდა თუ როდის დაიწყებდა მართა საუბარს.
- მინდა დაგელაპარაკო მეთიუ- გაიგონა მართას ხმა.
- ხმის ჩამწერი ჩართე- მართას უთხრა. ქალს ყურში მოწყობილობა ჰქონდა, რომლის წყალობითაც ტესას თითოეულ სიტყვას მხოლოდ ის იგებდა.
- ახლა რაღა გინდა? - კაცმა თვალები აატრიალა და სავარძელში ჩაეშვა.
- რატომ ამწვავებ ყველაფერს? შენი მართლაც არ მესმის, ნუთუ საერთოდ არ ცემ იმ წლებს პატივს, რომელიც ერთად გავატარეთ?
- მხოლოდ მე უნდა ვცე მაგ წლებს პატივი?- დამცინავად თქვა-შენ სასამართლოში მიჩივლე.
- შენ ჩემთვის შვილის წართმევა გინდა!-ხმამაღლა თქვა ქალმა- შენი აზრით მას დაგითმობ?! ნამდვილად არ მინდა შენნაირი გახდეს!
-მაინც როგორი?!- მეთიუ ფეხზე წამოდგა.
- მექალთანე ნაბიჭვარი!
- მართა სიტყვები აკონტროლე- უთხრა ტესამ- ნამდვილად არ გვჭირდება რომ ვიდეოში ეს ჩანდეს.
-მგონი ზედმეტი მოგდის!- მეთიუმ წარბები შეკრა და მკაცრად დააკვირდა მას.
- უბრალოდ მითხარი ამას რატომ აკეთებ? რატომ მებრძვი მუდამ?- მართამ ხმის ტემბრი დაადაბლა და თავის დამშვიდებასაც შეეცადა- აქ მხოლოდ ჩვენ ვართ. უბრალოდ თქვი.
- მე მამამისი ვარ! სრული უფლება მაქვს მასზე მეურვეობა მოვითხოვო!
- შენ სრულ მეურვეობას ითხოვ! შვილს მართმევ!
- შენც ასე იქცეოდი.
-მე თანახმა ვიყავი რომ ბავშვზე ორივეს თანაბარი მეურვეობა გვქონოდა.- ამოიოხრა მართამ- მასთან დროს მაინც ვერ გაატარებ! მუდამ სამსახურში იქნები, ან კიდევ უარესი, საყვარლებთან ივლი! მათ სახლში მიიყვან და ბავშვიც იძულებული იქნება შენს ყველა საყვარელს იცნობდეს! არ მინდა ისიც ასე მოიქცეს.
შენ ჩემი ღირსება გათელე, ბევრჯერ მიღალატე მე კი როგორც სულელმა ხმა არ ამოვიღე! არ მინდა ჩემი შვილის მეორე ნახევარიც ასეთ დღეში იყოს.
BẠN ĐANG ĐỌC
Teacher (დასრულებული)
Lãng mạnHe is teacher. She is advocate. They are... Who are they for each other? Read And You Will See The Answer.