again

1.4K 82 20
                                    

დარბაზის კარები ნაჩქარევად გამოაღო და ღიმილიანი სახით წამოვიდა წინ, ახლა ძალიან კარგად გრძნობდა თავს. ყველაზე მეტად  ის გრძმობა უყვარდა რომელსაც გამარჯვებისა და ამ ნაბიჭვრების ამ ქვეყნიდან რაღაც პერიოდით ან სამუდამო მოშორების დროს განიცდიდა.  ბედნიერი იყო რომ სამყაროს ამ ამაზრზენი არსებებისგან ათავისუფლებდა და სამყაროს დროებით მაინც ხდიდა შედარებით კარგ ადილად.
დარბაზის შესასვლელის წინ დადგა და თავის საყვარელ პროცეს დაელოდა.
და...
დაიწყო..
დარბაზიდან ბორკილებ დადებული კაცი გამოიყვანეს, რკმელსაც გვერდი გვერდ ორი დიდი მამაკაცი ეგდა, თვითონ კი სახე ბრაზისკან აწითელბული იყო. არავის არ ვურჩევდი მასთან ახლოს მისვლას რადგან, მისი ბრაზისა და უსაზღვრო ზიზღის გამო მზად მკვლელობის ჩადენისთვისაც იყო.
ყველაზე მეტად კი ამ ახალგაზრდა, ლამაზ და მიმზიდველი ადვოკატისთვის უნდოდა ყელის გამოჭრა, რადგან სწრორედ მისი დამსახურება იყო მამაკაცის ასეთი მდგომარეობა.
ტესა მის წინ მდგომ დამნაშავეს უყურებდა და თან ირონული ღიმილი ჰქონდა სახეზე აკრული.  დამნაშავე მას უყურებდა და უფრო იმატებდა მასში ბრაზის გრძნობა.
მამაკაცისკენ ღიმილიანი სახით წავიდა. მის გვედით მდგომ პოლიციელებს კი თავი დაუკრა.

- როგორ ხართ?- ღიმილით იკითხა. კაცმა ღრმად ამოისუნთქა და თვალებ ანთენული მიაჩერდა ქალს.- ნუთუ არ გასწავლეს რომ კითხვაზე პასუხი უნდა გასცეთ? - თვალები დააწყვრილა ტესამ- არადა რამდენიმე წუთი წინ თქვენ მოითხოვდით პასუხს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისგან- ჩაიცინა.

- მოკეტე ძუკნავ!- კბილებში გამოცრა კაცმა.

- ოუ..-ტესამ მოჩვენებით შეიცხადა, ხელი პირთან მიიტანა და თვალები გააფართოვა- როგორ შეგიძლიათ ასეთი რამ უწოდოთ ქალს? ნამდვილი სირცხვილია. იმედია ამ წლების მანძილზე ჭკუას ისწავლით, იქ სადაც მიდიხართ.- გაუღიმა.
პოლიციელებმა კაცს ხელი უფრო მაგრად გაუკავეს და გასასვლელისკენ წაიყვანეს.
მამაკცმა ყვირილი ატეხა.

Teacher  (დასრულებული)Where stories live. Discover now