working with who?

773 50 48
                                    

დაახლოებით ერთი კვირა იყო გასული ტესას სახლიდან დროებითი წასვლისგან.
წინსვლა ნამდვილად შეიმჩნეოდა ტესას მდგომარეობაში. ბობის გვერდით დგომით მდგომარეობიდან გამოდიოდა და იმ ტკივილსაც ნელ-ნელა ივიწყებდა რომელიც ჰარიმ მიაყენა.  ბობი ყოველთვის ეუბნებოდა რომ საქმესთან და სამსახურთან კავშირი მდგომარეობიდან გამოიყვანდა, სხვა რამეზე გადაატანინებდა ყურადღებას და თავსაც კარგად იგრძნობდა.
მიუხედავად ბობის ამ სიტყვებისა და ძველი ტესას ქცევებისა, მამაკაცი ხვდებოდა რომ ჰარი მას ჯერ კიდევ არ ყავდა დავიწყებული, ამის გამო მიიღო სწორედ ესეთუ გადაწყვეტილება.  ის ახლა ერთი ადამიანის სახლთან იდგა. კარებზე დააკაკუნა და დაელოდა თუ როდის გაუღებდნენ კარებს და მალევე ასეც მოხდა.

- ვინ ბრძანდებით?- ჰარის ბობი თვალით მანამდე არასდროს ყავდა ნანახი ამიტომ თავისთავად ვერც კი იცნო.

- მე ბობი ვარ- გაუღიმა.

- ბობი? - ჰარიმ ნამდვილად ვერ გაიხსენა.

- ტესას უფროსი, ბობი.

- ოჰ.- სწორედ ახლა გაახსენდა ის-გამარჯობა.

- გაგიმარჯოს ჰარი- გაიცინა ბობმა- არ შემომიშვებ?

- ამ.. კი როგორ არა, მობრძანდი- სახლში შევიდნენ - მისაღებში დავსხდეთ- ჰარი მას წინ გაუძღვა- რამეს დალევ?

- არა, არაფერი მინდა. უბრალოდ სალაპარაკოდ მოვედი.

- რასთან დაკავშირებით?

- რამდენიმე კითხვა მაქვს შენთან.

- გისმენ- ჰარი დაბნეული იყურებდა და ვერ ხვდებოდა მისი აქ მოსვლის მიზეზს. 

- ჯერ მითხარი თუ რატომ ხართ ორივე ასეთი ჯიუტები?- მომღიმარი ბობი მაშინვე გაქრა. წარბები შეკრა და ჰარის დააკვირდა.

- რას გულისხმობ?

- თავს ნუ ისულელებ. რატომ ხართ შენ და ტესა ასეატი ჯიუტები?- ისევ ჰკითხა.

Teacher  (დასრულებული)Where stories live. Discover now