ტესამ დილით თვალები ადრე გაახილა და გვერდი იცვალა, რადგან შეძლებოდა ჰარის სახის დანახვა.
მის მშვიდ სახეს უყურებდა და უნებურად იღიმოდა. შემდეგ ტუჩები შუბლზე მიაწება და ნაზად აკოცა.
მაგრამ თავში უცებ რაღაც ცუდი იდეა დაებადა და ავისმომასწავლებლად გაიღიმა.
ჰარის ხელი წელიდან ფრთხილად მოიშორა და საწოლიდან ნელა წამოდგა. ოთახში სიარული დაიწყო რადგან ფურცელი და კალამი ეპოვა. ჰარის მხარეს მყოფი ტუმბოს პატარა უჯრა გამოაღკ და სწორედ შიგნით იპოვა მისთვის საჭირო ნივთები.
პატარა წერილი დაწერა და ჰარის გვერდით ბალიშზე დადო, შემდეგ თავის ტანსაცმელებს ხელი მოხვია და სააბაზანოში დამალა, თვითონ კი ჰარის მაისურის ამარა გამოვიდა ოთახიდან.
კიბეები ხმაურიანად ჩაირბინა და სამზარეულოში გავიდა რადგან ყავა მოემზადებინა. ამ ხმაურზე ჰარი შეიშმუშნა და ძილიდანაც განოფხიზლდა, ცალი ხელი ღიმილი გადასწია საწოლის მეორე მხარეს , რადგან სურდა ტესას ჩახუტებოდა, მაგრამ როდესაც ცარიელი და ცივი საწოლის მეტი ხელში არაფერი მოხვდა, თავი ზემოთ წამოსწია და ოთახში მიმოიხედა.-ტესა?- დაიძახა. ის იყო ფეხზე ადგომას აპირებდა როდესაც საწოლზე პატარა ფურცელი შენიშნა. ხელში წარბშეკრულმა აიღო და კითხვა დაიწყო.
მისი ემოცია წამებში მწუხარებაში და ბრაზში გადავიდა."მაპატიე ჰარი. ის რაც გუშინ მოხდა შეცდომა იყო, არ უნდა შევრიგებულიყავით. მოდი ყველაფერი წარსულში დავტოვოთ და ცხოვრება ორივემ განვაგრძოთ."
პატარა ქაღალდის ნაგლეჯი მუჭში მოიქცია და უფრო დააპატარავა.
- ამის დედაც!- დაიღრიალა და საწოლის თეთრეული ერთი ხელის მოსმით იატაკზე მოფინა.
შემდეგ ოთახი დატოვა და კიბეებზე განრისხებულმა დაიწყო სვლა. მისაღებში მიდიოდა როდესაც სამზარეულოდან ხმაურის ხმა გაიგო და იქითკემ წავიდა.
როდესაც მაგიდაზე მჯდომი ტესა დაინახა რომელიც ნელა სვამდა ყავას და თან ჟურნალში რაღაცას ათვალიერებდა სულ მთლად აირია.
ESTÁS LEYENDO
Teacher (დასრულებული)
RomanceHe is teacher. She is advocate. They are... Who are they for each other? Read And You Will See The Answer.