კარები დახურა და წარბებშეკრული მისაღებში დაბრუნდა.
- ემილიმ არ დარეკა?- ჰკითხა ანას (ნუ ტესას დის სახელი შევცვალე, პირველ თავში ელოსონი მეწერა. და ჰო ბოდიში შემოჭრისთვის:დდ)
- კი. თქვა რომ ვერ ახერხებდა დროულად მოსვლას.
- გასაგებია- ამოიოხრა და სავარძელზე ანას გვერდით ჩამოჯდა.
არ მოსწონდა ემილის ასეთი საქციელი და არც ის სიამოვნებდა რომ პატარა გოგონა სახლში მარტო რჩებოდა გვიანობამდე.
ანას ტუჩები გამობუშტული ჰქონდა სავარძელზე იჯდა და ფეხებს აქეთ-იქით აქნევდა. მოწყენილი იყო, ტესამ ეს შეამჩნია და მისი გამხიარულება მოინდომა.- ანა.
-ჰმ?- დეიდას გახედა.
- გინდა ნამცხვარი განოვაცხოთ?- წარბების თამაშით უთხრა ტესამ და გაუღიმა.
- კი. კი კი- ფეხზე წამოდგა და ხტუნვა დაიწყო.
- ტანსაცმელს გამოვიცვლი და დავიწყოთ საქმიანობა-ლოყები დაუკოცნა გოგონას და მეორე სართულზე ავიდა.
ოთახში შევიდა, კარადიდან იოგას შარვალი და ტოპი გამოიღო და ტანზე მოირგო, თმები ცხენის კუდად შეიკრა.
ოთახის კარები გააღო და ქვემოთ ჩაირბინა.- აბა დავიწყოთ?- ხელები ერთმანეთს გაუსვა და ეშმაკურად მომღიმარ ანას შეხედა.
- წამოდი- ანამ თავისი პატარა ხელი ტესას ჩაკიდა და სამზარეულოში შეიყვანა.
კარადიდან ჯამი და საჭირო ნივთები გამოიღო, ხოლო მაცივრიდან საჭირო პროდუქტები და ნამცხვრის ცომის გაკეთება დაიწყეს.
ჯამში ყველაფერი ერთად ჩაყარეს და მიქსერიც ჩართეს.- მე ვიზამ რაა..- საწყალო თვალებით შეხედა ანამ დეიდას.
- გამომართვი-ტესამ მის საქციელის გამო თვალები გადაატრიალა და გამორთული მიქსერი დისშვილს დაუწოდა.
ანამ თავისი პატარა ხელები მოხვია მიქსერს და ჩართო. მოწყობილობის ჩართვა და მთელი სამზარეულოს თხელი მასით მოსცრა ერთი იყო.
ტესამ სწრაფად მოკიდა ხელი და გათიშა.
ანას შეხედა, რომლის სახე შავი ფერის მასთ იყო მოსვრილი, შემდეგ საკუთარ თავს დააკვირდა და სიცილი აუტყდა.
ორივე ერთად იცინოდნენ და მხიარულობდნენ.
ESTÁS LEYENDO
Teacher (დასრულებული)
RomanceHe is teacher. She is advocate. They are... Who are they for each other? Read And You Will See The Answer.