cute

957 63 22
                                    

სახლში მივიდა თუ არა მაშინვე სააბაზანოს მიაშურა,
უნდოდა აბაზანა მიეღო და ჯაკუზში მოდუნებულიყო მაგრამ, ხვდებოდა რომ ეს სიამოვნება , დაგვაინებით და ბობის საყვედურებით ძვირად დაუჯდებოდა.
ამოიოხრა და ისევ შხაპის მიღება გადაწყვიტა. სხეულიდან შორტი და მაისური მალევე მოიშორა და ცხელი წყლის ჭავლის ქვეშ დადგა, მოდუნდა, მართლაც ძალიან კარგად გრძნობდა თავს, მართალია ქვემოთ დისკომფორტის გრძნობა მოძრაობის დროს ეუფლებოდა, მაგრამ ამას როგორმე აიტანდა.
ტანზე პირსახოცი მოიხვია და ოთახში გავიდა,  უჯრიდან, წითელი საცვალი და ბიუსჰალტერი ამოიღო, ტანზე მოირგო, შემდეგ კი კარადისკენ წავიდა , შავ გაშლილ შარვალთან ერთად წითელი თხელი, ბლუზა ამოიღო ღრმა დეკოლტით. თმა გაიშრო და გაშლილად დაიტოვა, მაკიაჟის მხრივ, მხოლოდ ტუჩსაცხი და ლაინერი გამოიყენა, ფეხზე მაღალ ქუსლიანი წითელი ფეხსაცმელი მოირგო.
ჩანთაში საჭირო ნივთები მოათავსა, გასვლამდე საკუთარი თავი კმაყოფილმა შეათვალიერა, გაიღიმა და  კიბეებზე დაიწყო სვლა.
უკვე სახლიდა  გასვლას აპირებდა როდესაც ტელეფონზე დაურეკეს. კარები გააღო და თან მობილურიც ამოიღო ჩანთიდან.

- გისმენთ.- გასაღები კლიტეში მოარგო რომ დაეკეტა.

- ჯერ კიდევ ვერ ჩამოვალთ, ამისთვის გირეკავ- თქვა ემილიმ.

-იმედია ნორმალურად იქცევი- სერიოზული ხმით თქვა ტესამ.

- მაგაში რას გულისხმობ?.

- ვფიქრობ რომ ხვდები რაზეც ვსაუბრობ, მაგრამ მაინც განგიმარტავ. იმედი მაქვს ანას ნორმალურად აქცევ ყურადღებას- მანქანის კარები გამოაღო და შიგნით ჩაჯდა.

-როგორც ყოველთვის თავს მაბეზრებ- თვალები აატრიალა ემილიმ.

- პასუხი გამეცი!- წარბები შეჭმუხნა, უკვე მზად იყო იქ ჩასასვლელად და ანას წამოსაყვანად.

- ყველაფერი რიგზეა ტერეზა!  უმიზეზოდ მეუბნები ამ სიტყვებს

Teacher  (დასრულებული)Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon