truth

853 47 18
                                    

საწოლზე ერთმანეთის გვერდით იწვნენ და ერთმანეთს მთელი ძალით ეხვეოდნენ.
  ჰარი გრძნობდა რომ ეს ყველაფერი მისთვის ახალი იყო. ეს გრძნობა, ეს გარემო, შეხებაც კი სხვანაირ ელფერს იძენდა. მას ეს მოსწონდა.
მოსწონდა თუ როგორ განსაკუთრებული ხდებოდა პატარა ნაზი კოცნა ,ღიმილი, ჩახუტება, რომელიც ერთ  დროს  დიდ ადგილს არ იკავებდა მის გონებაში და არც მის გულში.
რაც შეეხება ტესას, ის ამ ყველაფერს არ უმხელდა თავის თავს. მართალია ის განსხვავებული იყო და ამას გრძნობების კარგად დამალვაშიც ამჟღავნებდა.  როცა სურდა შეეძლო ის ბუსუსები რომლებიც ჰარის შეხების გამო უჩნდებოდნენ, გაექრო ან საერთოდ არ მიეცა მათთვის გამოჩენის საშუალება. ყველაფერს კარგად ნიღბავდა და ამ გრძნობაშიც ეტყობოდა რომ ადვოკატი იყო, ადვოკატი რომელიც, რაიმის დასაცავად, ყველაფერს დამალავს, ან პირიქით გამოაშკარავებს. მოხერხებული იყო.

- იქნებ მითხრა რა საქმეზე მუშაობ?- ისევ იკითხა ჰარიმ.

- ასე რატომ გაინტერესებს?- თავი წამოსწია ქალმა და მას დააკვირდა.

- უბრალოდ მინდა გავიგო როს შესახებ ესაუბრებოდი იმ ბიჭს- ბოლო სიტყვა უცნაური გამომეტყველებით წარმოთქვა, ტესას ეს არ გამოპარვია.

- ეჭვიანობ მასწავლებელო-ფართოთ გაიღიმა და თავი ისევ ჰარის მკერდზე დააბრუნა.

- ოჰ ნუთუ?- ჰარი შეეცადა რომ თითქოს გაკვირვებულის შეხედულება მიეღო.

- დიახ- ტესა მაიმც თავისას ამბობდა და არც ნებდებოდა.

- კარგი. ვეჭვიანობ- ჩვეუკებრივად თქვა ჰარიმ.

'-ოჰ- თავი წამოსწია ისევ.

- შეგიძლოა რომ თავი გააჩერო?- თქვა უცებ ჰარიმ.

- ჰო კარგი მაგრამ..- ტუჩები მომუწა ტესამ.

- რა?- როდესაც წინადადების დასასრული ვერ მოისმინა თვითონ შეეკითხა.

- არ მეგონა რომ ამას პირდაპირ მეტყოდი.- თავი გვერდით გადახარა.

Teacher  (დასრულებული)Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang