37

1.4K 83 32
                                    

- შენი მანქანა მე შვაკეთე და სავარაუდოდ ხვალ მოგიყვან- თქვა ბობმა და მანქანის საბარგული დაკეტა.

- ჩემთვის არ გითქვამს რომ აკეთებდი- ტესამ თავისი ჩანთა მხარზე მოხერხებულად გადაიდო

- იქნებ მადლობა მითხრა- თვალები მოჭუტა და ისე მიეყრდნო მანქანას.

- მადლობა ბობ- ღიმილით აატრიალა თვალები ტესამ.

- მოდი დაჯექი სახლში დაგაბრუნებ- თავით მანქანისკენ ანიშნა. შიგნით მოთავსდნენ და ტესას ბინისკენ წავიდნენ. - რამდენი ხანი არ ყოფილხარ შენს სახლში?

- ზუსტად არ ვიცი- მხრები აიჩეჩა.

- დაახლოებით?

- ალბად სამი წელი ან მეტი.

- გასაგებია. ემილი როგორ შეხვდა ამ ამბავს? იცის რომ გადადიხარ ჰო?

- კი ვუთხარი. ნუ რა თქმა უნდა არ ესიამოვნა მაგრამ ჩემს არჩევანს პატივი სცა და ამას ვაფასებ.

- კარგია. და ჰარიმ იცის?- გზას უყურებდა ის, როდესაც ტესასგან მხოლოდ დუმილი მიიღო, თავი მისკენ მიაბრუნა. - უთხარი ჰო? თქვი რომ უთხარი. - ტესამ ნერვიულად დაიწყო თითების თამაში.

- დამავიწყდაა- თქვა უცებ.

- ეგ როგორ დაგავიწყდა? უკვე ერთად ხართ.

- გაბრაზდება?- ღრმად ამოისუნთქა.

- ჯობს შენ უთხრა, თორემ სხვისგან რომ გაიგოს განაწყენდება. -მანქანა ტესას  კორპუსის წინ გააჩერა

- ჰო დავურეკავ.

- კარგი.

- დამეხმარე რა ნივთების ატანაში- გაუცინა.

- ჩემს გარეშე რა გეშველებოდა. - თქვა ბობმა.

- თავში ნუ აგივარდება.

- იცოდე წავალ

- ვიცი რომ არ წახვალ. ახლა კი წამოდი და დამეხმარე-ჩაიცინა და მანქანა დატოვა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Mar 20, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Teacher  (დასრულებული)Where stories live. Discover now