მეორე დილით ფეხზე ზანტად წამოდგა და საათს დახედა.
ჯერ ძალიან ადრე იყო, დაძინებას შეეცდებოდა, მაგრამ როდესაც ეღვიძებოდა შემდეგ ძილს ვეღარ იბრუნებდა. არ შეეძლო.
ბუზღუნით წამოდგა და სააბაზანოსკენ წავიდა, პირსახოცს ხელი დაავლო და შიგნით შეიტანა.
რადგანაც დრო ჰქონდა გადაწყვიტა აბაზანა მიეღო და ჯაკუზში ენებივრა.
წყლით აავსო და დაელოდა მის გაცხელებას, იქვე თაროდან აბაზანის სითხე გამოიღო და შიგნით ჩაასხა, წყალი აქაფდა და ირგვლივ სასიამოვნო სურნელი დატრიალდა, მასთან ერთად პატარა ყვავილებიც ჩაყარა , შემდეგ კი სხეულიდან საღამურების მოშორება დაიწყო.
თხელი ატლასის შორტი და მისი შესაბამისი ბრეტელებიანი მაისური მოიშორა და კალათაში ჩაყარა. მთლიანად გაშიშვლდა, შემდეგ თმა არეულ კოსად აიწია და ჯაკუზში ჩაწვა.
სხეულზე ძალიან ესიამოვნა თბილი და ქაფით სავსე წყალი, რომელსაც საოცარი ლავანდის სურნელი დაჰყვებოდა.
მუდამ ლავანდის სურნელების მქონე ტანის გელს იყენებდა, უყვარდა ეს სირნელი და სიამოვნებდა როდესაც სხეულზეც თან დაჰყვებოდა.
თვალები დახუჭა და ზანტად გაიღიმა. ეს ღიმილი იმ სიამოვნების იყო რომელსაც ახლა განიცდიდა.
დღეს მარატას უნდა შეხვედროდა. იმის სჯეროდს რომ მეთიუ ნამდვილი მექალტანე ნაბიჭვარი იყო, მაგრამ იცოდა რომ სამხილების გარეშე სასამართლოს ამ ყველაფერში ვერ დაარწმუნებდა. თუ რამე მტკიცებულებას იპოვიდა, მაშინ სასამაართლო მთელ ქონებას მართას მისცემდა და რა თქმა უნდა, ბავშვზეც სრული მეურვეობა დედის ხელში გადავიდოდა, არავინ არ დაუტოვებდა ჯერ კიდევ არასრულწლოვან ბიჭს აღსასზრდელად მექალთანე მამას რომელიც დღე და ღამე ქალებთან არის და ერთობა.
მართასგან გაიგებდა სად დადიოდა, ხოლმე და იქნებ რამე მოეხერხებინა. ვინ იცის.
ფიქრი ტელეფონის ხმამ გააწყვეტინა.
ხელში აიღო და უპასუხა.- ტესა? სად ხარ?
- გაინყერესებს ახლა სად ვარ?- ჩაიცინა.
YOU ARE READING
Teacher (დასრულებული)
RomanceHe is teacher. She is advocate. They are... Who are they for each other? Read And You Will See The Answer.