teacher styles!

1.1K 76 24
                                    

მანქანის კარები გააღო და ქვემოთ ჩავიდა. ხელში საბუთები კარგად მოიმარჯვა და შენობისაკენ წავიდა.
კარებთან მდგომ დაცვას გაუღიმა, რამაც მათი ფაკვრივება გამოიწვია, მაგრამ ტესამ ამას ყურადღება არ მიაქცია და გზა წინ გააგრძელა.
ლიფტი გამოიძახა და ლოდინი დაუწყო.

- ტესა- ქალი უკან შეტრიალდა და მის წინ აღიმართა მაღალი  ქერა მამაკაცი ცივი ცისფერი თვალებით , შავ შარვალსა და კოსტუმში გამოწყობილი.

- ოჰ ჯორდან- ტესამ ჩაიღიმა. კედელს  ცალი მხრით მიეყრდნო და მამაკაცს დაუწყო ურცხვი თვალიერება.- რა არასასიამოვნოა შენი ისევ ნახვა.

- მეც ძალიან  გამიხარდა შენი ამაყი სახის დანახვა- თვალები აატრიალა ჯორდანმა.- როგორ მოხდა რომ აქ გამოცხადდი?- ჩაიცინა.

-ჰმ.. მომენატრე და მოვედი-მიუახლოვდა. პირდაპირ მის წინ დადგა,თავი მაღლა ასწია და თვალებში ჩააშტერდა.

- ნუთუ? მონატრება შეგიძლია?- ირონიულად უთხრა- ან რამე გრძნობა საერთოდ გაგაჩნია?

- ეს ჯერ კიდევ საკითხავია-  მხრები აიჩეჩა.

- მე კიდევ მგონია რომ უგრძნობი ძუკნა ხარ!

- უგრძნობი ბოზი უფრო კარგია- თვალი ჩაუკრა და ლიფტში შევიდა,  თან ღიმილით გახედა მამაკაცს.

როდესაც  ლიფტის კარები გაიღო, ტესამ მაშინვე  დერეფანში გავიდა და ბობის კარებისკენ მიაშურა.

- შიგნითაა?-ჰკითხა ასისტენტს.

-კი.

ქალმა კარის სახელურს ხელი დაავლო და  კარები მაშინვე შეხსნა.

- საზიზღრობაა!- აღმოხდა ქალს და კაბინეტში მდგომი სავარძლებისკენ წავიდა. ერთ-ერთზე კომფორტულად მოკალათდა.
უცნობი კალი ბობს მოშორდა და ტუჩებზე ხელი მოისვა. წითელი პომადა მოშორებული ჰქოდა.

- წადი ძვირფასო თავი მოიწესრიგე და ჩვენ საქმის კეთება გვაცადე- თვალები აატრიალა ტესამ.
უცნობმა ერთი შეუღვირა და ქუსლების კაკუნით გარეთ გავიდა.

Teacher  (დასრულებული)Where stories live. Discover now