ოთახში ასვლის შემდეგ, სხეულიდან ზედმეტი ტანსაცმელი მოიშორა და მის ნაცვლად კომფორტული ბამბის შარვალი და მოკლე ტოპი მოირგო.
ქვემოთ ჩავიდა და მისაღებში დაბრუნდა.
ახლა უკვე ჰარისთანდა ანასთან ერთად ემილიც დივანზე იჯდა და მათ უყურებდა.
ტესას თავის დასთან საუბარი უნდოდა, მაგრამ გადაწყვიტა ჰარის წასვლამდე მოეთმინა.
მათთან მივიდა და ანას გვერდით მიუჯდა.- კარგად უმკლავდება მასალას?- ჰკითხა ემილიმ ჰარის და მისკენ უფრო მიიწია.
- საკმაოდ- ისე უპასუხა ჰარიმ რომ მისკენ არც კი გაუხედია. ემილის სახეზე დაეტყო რომ ჰარის ეს საქციელი დიდად არ ესიამოვნა.
- მას კარგად ასწავლით- ფეხი ფეხზე გადაიდო, რის გამოც მისი კაბა ზემოთ აიწა , ხელი მუხლზე დაიდო, შემდეგ კი თავის ხელოს გულს ნიკაპი დააყრდნო.
- მადლობა- თქვა ისევ ისეთივე ქცევითა და ტონალობით ჰარიმ.
ემილი მას ისევ მოუახლოვდა და ხელი ფეხზე დაადო. ჰარიმ გაკვირვებულმა ამოსწია თავი და მას დააკვირდა, თან წარბები შეჭმუხნული ჰქონდა.
ტესა ამას უყურებდა და ღიზიანდებოდა. ვერ ხვდებოდა მისი და თავისი ქალიშვილის თვალწინ ასე როგორ იქცეოდა.- ემილი შეგიძლია წყალი მომიტანო?- თქვა მკაცრად და სავარძელს ზურგით მიეყრდნო.
- ახლა?-თვალები აატრიალა ემილიმ.
-ახლა ემილი. წყალი მომიტანე- სიტყვები გამოკვეთა და თავის დას მიაჩერდა.
ემილო ფეხზე ოხვრით წამოდგა და სამზარეულოსკენ წავიდა.- ყველაფერი გაიგე?- ჰკითხა ჰარიმ.
- კი- თავი დაუქნია ანამ, რომელსაც საერთოდ არ მიუქცევია მისათებში მომხდარისთვის ყურადღება.
- ძალიან კარგი. - ფეხზე წამოდგა- ახლა ჩემი წასვლის დროა.
- გაგაცილებთ- ფეხზე წამოდგა ტესა.
როდესაც მისაღებიდან გადიოდნენ, ამ დროს ემილი გამოვიდა სამზარეულოდან წყლით სავსე ჭიქით ხელში.
STAI LEGGENDO
Teacher (დასრულებული)
Storie d'amoreHe is teacher. She is advocate. They are... Who are they for each other? Read And You Will See The Answer.