33

810 50 25
                                    


ჰარი მათ ჩქარი ნაბიჯით მოშორდა და შენობაში შევიდა.
  ლოფტისკენ მიდიოდა როდესაც ერთ-ერთი გოგონა გააჩერა და ჰკითხა.

- ბობის კაბინეთი სად არის?

- მისი ვინ ბრძანდებით? -იკითხა მან.

- მეგობარი ვარ- თვალები აატრიალა- უბრალოდ მითხარით თუ სად არის მისი კაბინეტი!

- მეორე სართულზე ადით და დერეფანს გაუყევით და ბოლოს შედარებით მუქი ფერის კარებს დაინახავთ, უფროსის სახელიც აწერია- ჩაიბურტყუნა. ჰარიმ უსიტყვოდ დატოვა ის ლიფტში შევიდა. შესაბიმის ღილაკს თითი დააჭირა.
მეორე სართულზე ავიდა თუ არა კარები გაიღო და ჰარიც მაშინვე გარეთ გავარდა, კარების გვერდით დაინახა ამოტვიფრული ბობის სახელი და იმ ოთახისკენ წავიდა.
კარები პირდაპირ შეაღო და ბობის გაოცებულ სახეს შეეფეთა.

- ოჰ, ახლა ვხვდები რატომ ხართ შენ და ტესა ერთმანეთის შესაფერისები- ამოიფრუტუნა- არცერთმა არ იცით დაკაკუნება.

- საქმე მაქვს- კარები დაკეტა და ბობის მაგიდის წინ დადგა.

- აჰა რა ხდება? - საზურგეს მიეყრდნო.

- ის ბიჭი ვინ არის?- გაღიზიანებულმა იკითხა

-ვინ ბიჭი?- ბობი მშვენივრად ხვდებოდა მაგრამ ცდილობდა ჰარი უფრო გაემწარებინა.

- ტესა ვისთანაც ერთად არის ის!

- აჰ შონზე მეკითხები?-  წარბები ასწია და ჰარის მცირედი ღიმილით შეხედა

- ჰო ჰო მაგ შონზე გეკითხები! ტესასთან რა ესაქმება?!

-მისი პარტნიორია. ერთად მუშაობენ რაღაც საქმეზე.  

- როდის მერე ჭირდება ტესას დამხმარე?

- ორივე კარგი თანამშრომლები არიან და ზუსტად ვიცი ამ საქმეს მოიგებენ.

-გამაგიჟებთ! - ბობს ზურგი აქცია და თმაში ხელი შეიცურა.  ჰარი ბობის სახეს ვერ ხედავდა და თავისთავად ვერც მის კმაყოფილ ღიმილს დაინახავდა. შემდეგვისევ ბობისკენ მოტრიალდა და მამაკაცმაც მალევე დაასერიოზულა სახე-კარგი ერთად მუშაობენ მაგრამ რა აუცილებელია რომ ერთმანეთთან ასე ახლოს იყვნენ?!

Teacher  (დასრულებული)Where stories live. Discover now