......

694 41 7
                                    

იმ დღის შემდეგ ტესა დიდ გაურკვევლობაში იყო, ვერ ხვდებოდა ჰარის ნამდვილ მიზანს, მისი დანახვის პირველი წამიდანვე იფიქრა რომ ჰარი მის დაბრუნებას ცდილობდა მაგრამ, მამაკაცის სიტყვებმა ქალის ეს ვარაუდი ეჭვქვეშ დააყენა. იმ აზრს ვერ ეგუებოდა რომ შესაძლო იყო ჰარის ემილის მიმართ მართლაც გასჩენოდა რამე გრძნობა
და ეს ყოფილიყო ყველაფრის მიზეზი.

იმ საღამოდან რამდენიმე დღე იყო გასული, ამ დროის მანძილზე ხედავდა თუ როგორ ხშირად დაჰყურებდა ემილი გაღიმებული სახით ტელეფონს და შემდეგ კი ცალკე ოთახში გადიოდა. ამას ანაც ამჩნევდა და დეიდას ერთხელაც ჰკითხა.

- დედა ასე რატომ იქცევა?- გაკვირვებულმა ჩაიდო ბლინის ნაჭერი პირში

-როგორ?-ჰკითხა ტესამ და მისი ყავის ჭიქა ნიჟარაში მოათავსა.

-სულ ტელეფონს უყურებს და როდესაც რამე შეტყობინება მოვა მაშინვე იღიმის და ცალკე გადის ხოლმე.- ტესას თვალები გაუფართოვდა და ახლა მიხვდა თუ სინამდვილეში როგორი რთული ყოფილა ბავშვისთვის რამის დამალვა. - შეყვარებული ჰყავს?- იკითხა ანამ. ტესა გაღიზიანდა და წარბები შეკრა,ხელში მოქცეული წყლის ბოთლს ხელი მოუჭირა და მაშინვე ხმაურიანად ჩააგდო სანაგვეში.

- სისულელეებს ნუ იძახია ანა მას არავინ ჰყავს და ვერც ეყოლება! ის მისი ვერ იქნება!- გაბრაზებულმა დაავლო ხელი ჩანთას და სახლიდან გამოვარდა, მანქანაში ჩაჯდა, შემდეგ კი დიდი სისწრაფით ოფისისკენ წავიდა.

****
ბობის კაბინეტში ბოლთას ცემდა და თან თმაში ხელს ნერვიულად იცურებდა.  ბობი მას გაკვირვებული და გაღიზიანებული სახით შეჰყურებდა.

-გამაგებინებ ბოლოს და ბოლოს რა ჯანდაბა მოხდა?- ოხვრით ამოთქვა და ტესას მიაჩერდა.

- არაფერი- სკამზე დაეშვა და რაღაც თავისთვის ჩაიბურტყუნა.

- როგორ თუ არაფერი. - ბობმა წარბები შეკრა და ფეხზე წამოდგა, ტესას თავთან დადგა- ახლავე მეტყვი ყველაფერს!

Teacher  (დასრულებული)Where stories live. Discover now