ტესა ვერ ხვდებოდა ჰარის ასეთი ქცევის მიზეზს, მამაკაცი ის წინ დამცინავი ღიმილით იდგა, ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და ისე უმზერდა მას.
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ?- წარბები შეკრა და გაღიზიანებულმა თქვა.
- ახლო მეგობარმა დამპატიჟა და უარი ვერ ვუთხარი- ჯიბეებიდან ხელები ამოიღო და სავარძელში ჩაეშვა.
სახიდან ისევ არ იშორებდა თავის გამომეტყველებას ჰარი.
ტესამ ჩაიცინა და ხელები გადაიჯვარედინა.- დავიჯერო ეს ახლო მეგობარი ემილია?- წარბები მაღლა აზიდა და ახლა თვითონაც დამცინავად დაიწყო საუბარი და მზერაც.
ჰარის ეს არ გამოპარვია და კმაყოფილება იგრძნო იმის გამო რომ ტესა ასეთ მდგომარეობაში იხილა.
სავარძელზე უფრო მოკალათდა, ხელი საზურგეზე გაშალა, თავი გვერდით გადახარა და ემილის სერიოზული ტონით ჰკითხა.- და ამაში გასაკვირი რა არის? არ შეიძლებოდა ემილის დავახლოვებოდი?-ეს ტონი ამ სიტყვების წარმოთქმის დროს საერთოდ არ შეცვლია. ტესამ წამიერად თავისი გამომეტყველება და დამცინავი ღიმილი დაეკარგან, ეს ყველაფერი გაკვირვებაში გადაეზარდა მაგრამ მალევე შეძლო თავისი ძველი პოზიციის დაბრუნება. არ ეგონა ჰარი თუ ამას იტყოდა, თან ამხელა სერიოზულობით.
- კარგი რა ჰარი- გაიღიმა- ნუთუ ისევ გგონია რომ ჩემთან დაახლოებას შეძლებ?-გვერდით მიუჯდა მას და ფეხი ფეხზე გადაიდო, როს გამოც მისი მოკლე კაბა მაღლა აიწა. ჰარის წამით თვალი მისი ფეხებისკენ გაექცა, მაგრამ მალევე მოაშორა მზერა.
- და შენ რატომ გგონია რომ შენთან დაახლოება მინდა? - კითხვა უკან შეუბრუნა- არ მესმის რატომ ფიქრობ რომ სამყარო შენს გარშემო ტრიალებს, ყოველთვის მთავარი როლი ვერ გექნება ტერეზა.- თავი თითქოსდა დანანაბით გააქნია ჰარიმ მაგრამ მაინც ეტყობოდა სახეზე ღიმილი.
ტესა კი ისევ გაუკრვევლობაში აღმოჩნდა. მანამდე ფიქრობდა რომ ჰარი აქ მის გამო იყო, ფიქრობდა რომ ამ გზით ცდილობდა მის დაბრუნებას მაგრამ ჰარის სიტყვები სხვა რამეს აფიქრებინებდა. მაგრამ შეიძლებოდა რომ ჰარის სიმართლე ეთქვა? ტესა უკვე არეული იყო, ვერ ხვდებოდა ნამდვილ მიზეზს, მაგრამ მაინც აპირებდა ისევ ისე მოქცეულიყო და როგორმე სიმართლე გაეგო.
YOU ARE READING
Teacher (დასრულებული)
RomanceHe is teacher. She is advocate. They are... Who are they for each other? Read And You Will See The Answer.