დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ტესას გაეღვიძა, ძილის შებრუნება ისევ სცადა მაგრამ, თავისი სხეულის გარშემო დიდი დაკუნთული მკლავები იგრძნო, რამაც აიძულა რომ თვალები ფართოთ გაეხილა გაკვირვებულს. თავი რამდენადაც შეძლო იმდენად მაღლა წამოსწია და ჰარის დაუწყო ყურება.
ტესას წელზე ორივე ხელი ჰქონდა შემოხვეული და ფაქტიურად ქალი მის ზემოდან ეწვინა, ფეხები მის ფეხებში ჰქონდა ახლართული ხოლო ტესას თავი მის მკერდზე დასვენებული, ხოლო წელზე მყოფი ხელებით მისი სხეულის უფრო ახლოს მიზიდვას ცდილობდა. თავი ბალიშზე ედო, უშფოთველად სძინავდა.
ტუჩები ერთმანეთისგან დაშორებული ჰქონდა და ცოტა აწითლებულიც, ლოყებიც წითლად ჰქონდა შეფერილი, ალბად ძილის დროს დასცხა, სხვა რამე ისედაც არ იყო მოსალოდნელი, რადგან ქალის სხეულს მთლიანად იყო აკრული და ტესასაც არ აძლევდა განძრევის საშუალებას.
ტესას გაეღიმა.
გულის სიღრმეში იცოდა რომ მისი აქ ყოფნა ესიამოვნა, გულმა იცოდა რომ ამ მამაკაცის მიმართ არც ისეთი უგრძნობი იყო როგორც თვითონ ფიქრობდა, გული ხვდებოდა რომ ჰარი მას ანაღვლებდა, უბრალოდ ამის დაჯერება ტესას გონებას და არც თვითონ ქალს არ უნდოდა, საკუთარ გონებას ამის გაფიქრების საშუალებასაც არ აძლევდა.
ჰარის ხელები ხელებზე დაადო და ფრთხილად ააღებინა თავისი წელიდან. ნელა წამოიწია, ფეხებიც გაინთავისუფლა და საწოლიდან წამოდგა, ჰარიმ მაშინვე გვერდი იცვალა და ტესას ბალიშს მოხვია ხელები. ჰარისგან ქცევებისგან აშკარად ჩანდა რომ ტესა მისთვის სულ ერთი არ იყო, და არც სურდა მისი მორიგი ქალი ყოფილიყო, უბრალოდ მასთან უნდოდა დროის გატარება, ჩახუტება, საუბარი, გართობა. იმას რასაც წყვილები აკეთებენ ხოლმე, ჰარის ამის გამხელა საკუთარ თავთან თამამად შეეძლო.ფეხზე როდესაც წამოდგა მაშინ შეატყო რომ მხოლოდ საცვლების ამარა იყო, გაეღიმა და ჰარის დააკვირდა.
- გარყვნილი მასწავლებელი- ჩაილაპარაკა და სააბაზანოსკენ წავიდა რომ სახეზე წყალი შეესხა და მაკიაჟი რომელიც ძილის გამო არეული და გაფუჭებული ჰქონდა.
სარკის წინ დადგა , უჯრებიდან გასაწმენდი საშუალებები ამოიღო, ხსნარი ბამბის ფირფიტას დაასხა და სახეზე ნელა ჩამოისვა.
ჰარი საწოლიდან წამოიწია და თვალები მოიფშვნიტა, ტესას სიტყვები გაახსენდა 'გარყვნილი მასწავლებელი' გაეღიმა. მაშინ ნახევრად უკვე ეღვიძა როდესაც ტესამ ეს სიტყვები თქვა. როდესაც ქალმა მისი ხელი წელიდან მოიშორა, მაშინ შეეღვიძა ჰარის მაგრამ, გამოფხიზლებული მაინც არ იყო.
კარზე ზარის ხმა გაიგო.
ფეხზე წამოდგა, შარვალი ნაჩქარევად ამოიცვა და ქვემოთ ჩავიდა.
კარები გააღო და მის წინ მყოფ უცნობს დააკვირდა.
YOU ARE READING
Teacher (დასრულებული)
RomanceHe is teacher. She is advocate. They are... Who are they for each other? Read And You Will See The Answer.