new

1K 60 15
                                    

როდესაც თვალები გაახილა ჯერ კიდევ ბნელოდა,ოთახს მხოლოდ დიდი ფანჯრიდან შემოსული მთვარის შუქი ანათებდა და მეტ მომხიბვლელობას სძენდა მას.
საწოლში მარტო იყო.
მკერდზე თხელი გადასაფარებელი აიკრო და ოთახი მოათვალიერა.
გრძელი შავი ფარდა ქარის გამო აშრიალდა, ტესამ იმ მხარეს გაიხედა და შეამჩნია რომ აივნის კარები ღია იყო.
ოთახში ამის გამო ცოტა ციოდა კიდევაც.
საწოლიდან წამოიწია, იქვე დაგდებული ჰარის პერანგი შიშველ ტანზე ჩაიცვა და აივნისკენ წავიდა.
კარების დაკეტვას აპირებდა როდესაც, მოაჯორზე ხელებ დაყრდნობილი მამაკაცი შეამჩნია, ხელში სასმლით სავსე ჭიქა ეკავა და ნელ-ნელა სვამდა.

მას მიუახლოვდა და ხელები წელზე შეუცურა. ჰარიმ ცალი ხელი მის ხელს დაადო და ღრმად ამოისუნთქა.

- გარეთ ცივა. სახლში შედი- თქვა ჰარიმ და ჭიქა პირთან მიიტანა.

- შენ რატომ ხარ გარეთ?

- მინდა.

- ჰოდა მეც მინდა გარეთ- მხრები აიჩეჩა

- სახლში შედი ტერეზა!- ისევ გაიმეორა ცოტა უფრო მკაცრად ჰარიმ.

- ვერ მაიძულებ რამის გაკეთებას სტაილს. მინდა გარეთ ყოფნა? ჰოდა ვიქნები- ჰარის ხელები შეუშვა, იქვე მდგომი დიდ რკინის სავარძელზე დაჯდა, რომელზეც ბალიშების ეწყო.

ფეხი ფეხზე გაიდაიდო, თავი კი უკან მომღიმარმა გადასწია.

- რა ჯიუტი ხარ- ამიოხრა მამაკაცმა. ჭიქა მაგიდაზე დადო და ისიც ტესას გვერდით მოთავსდა.

- ეგრე რომ ხარ არ გცივა?-ჰკითხა ტესამ მას და ხელი მის მოშიშვლებულ მკერდს აატარა.

- არა.- მოკლე პასუხი გასცა- კარგად ვარ.

- რომელი საათია?- ჰარიმ ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო, საათს დახედა.

- ორი დაიწყო.

- გასაგებია- ტესამ დაამთქნარა, ფეხები ასწია და ჰარის ფეხებს ზემოდან დააყრდნო.

Teacher  (დასრულებული)Where stories live. Discover now