ტესა მისაღებში ნიკთან გავიდა და თან ხელს იქვე მაგიდაზე დადებული ლუდიც გააყოლა
მის წინ დაჯდა და მაგიდაზე დაუდო.-რამე ძლიერი მინდოდა.
- თუ არ მოგწონს შეგიძლია არ დალიო. - პირდაპირ უთხრა.
- რა მასპინძლობაა- ჩაიცინა ნიკმა.
- აბა იტყვი რა ხდება? რაგაიგე ახალი?
-მოკლედ.-ნიკმა ხელები მუხლებზე დაიწყო და წინ წამოიწია- ვიღაც ქალს ესაუბრებოდა ტელეფონზე შეხვედრაზე შეთანხმდენენ, და მე მშვენივრად ვხვდები რას გულისხმობენ ამ "შეხვედრაში"- ბოლო სიტყვაზე თითებით გააკეთა ბრჭყალები.
- და იქნებ უბრალოდ ხვდებიან?- ტესას ყველა შესაძლებლობის განხილვა უნდოდა.
- კარგი რა ტესა. სასტუმროში უბრალოდ შეხვდებოდნენ?
- მაინც რა ილაპარაკეს?
- მეთიუმ უთხრა რომ სასტუმრო Gold Lake-ში დაჯავშნა ნომერი.
- ოთახია ნომერი გაიგე?
- კი 207.
- ძალიან კარგი- სავარძელს მიეყრდნო.
- და ახლა როგორ უნდა მოიქცე?
- როდის არის შეხვედრა?-ტესამ ნიკის კითხვა დააიგნორა.
- ოთხი დღის მერე.
- ჰმ..
- რა?
- რაღაც საინტერესოა თუ რატომ დაჯავშნა ასე ადრე სასტუმროს ნომერი თან ხომ შეეძლო იმ დღესვე ეთქვა შეხვედრაზე?
-მე ვიცი- გაიღიმა ნიკმა.
- რა იცი? საიდან?
- ვიცი რატომ დაჯავშნა ნომერი ადრე და ეს რა თქმა უნდა მეთიუს ტელეფონის მოსმენით დავადგინე.
- ამოღერღავ?- ტესა უკვე ღიზიანდებოდა.
- მისი კომპანიის პარტნიორი უნდა ჩამოვიდეს სხვა ქვეყნიდან. მგონი გერმანიიდან. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა რომ ერთით ზედმეტი ოთახი დაეჯავშნა. ამით შეძლებდა რომ საკუთარი თავი შეენიღბა და მოღალატე მეთიუს არსებობა დაემალა.
YOU ARE READING
Teacher (დასრულებული)
RomanceHe is teacher. She is advocate. They are... Who are they for each other? Read And You Will See The Answer.