სამსახურის დასრულების შემდეგ ბობი და ტესა ისევ მამაკაცის სახლში წავიდნენ.
- მგონი ამდენი ხანი არასროს დარჩენილხარ ოფისში არა?- იკითხა ბობმა და თან მაცივრიდან პროდუქტების გამოღებას შეუდგა.
- მართალია- ტესამაც გაიცინა და მან ჭურჭლის გამოლაგება დაიწყო კარადიდან. - ისე ვერ მიხვდი თუ რატომ გადაწყვიტე რომ მე და შონმა ერთად უნდა ვაკეთოთ საქმე.
-ორივენი ძლიერები ხართ ტესა. და ვიცი რომ თქვენი ერთად მუშაობა უფრო კარგი იქნება.
- კარგი ჰო-ამოიბუტუტავდა საშუალო ზომია მინის ჯამი მიაწოდა ბობს რომ სალათა გაეკეთებინა. - წვენი არ არის, წავალ და ვიყიდი.
- კარგი მიდი.
ტესამ სამზარეულო დატოვა, მისაღებიდან ჩანთა აიღო და მაღაზიისკენ გაეშურა. გადაწყვიტა ფეხით გაევლო რაგდგან მაღაზია არც ისე შორს იყო, მართალია ახლოც არ ითქმოდა მაგრამ ფეხით გავლა ახლა ნამდვილად უნდოდა.
მაღაზიის კარები გააღო თუ არა მაშინვე იმ განყოფილებისკენ წავიდა სადაც წვენები და მაგავსი სასმელები იყიდებოდა.
ორი ფორთოხლის წვენი აიღო და უკან გაბრუნდა. სალაროს მიუახლოვდა და ვიღაც კაცის უკან დადგა. აინტერესებდა კიდევ ბევრი ადამიანი იყო თუ არა დარჩენილი და ამიტომ წინ გაიხედა და თვალი მოკრა მას.
ჰარის.
მოლარის წინ იდგა და პროდუქტებს ატარებდა. შეეცადა ისე დამდგარიყო რომ ჰარის არ შეემჩნია, მასთან შეხვედრა არ უნდოდა.
მის წინ მდგომი მამაკაცი მოტრილადა.-მხოლო ეს გაქვთ?- ჰკითხა ტესას და ორ წვენის ბოთლზე ანიშნა
-დიახ.
- მაშინ წინ მიბრძანდით, მე ბევრი რამ მაქვს საყიდელი და აქ ტყუილად დაგაყოვნებთ.
- არა იყოს. მიბრძანდით თქვენ- ჰარიმ ტესას ხმა იცნო და სასწრაფოდ მის უკან გაიხედა. დაინახა ქალი რომელიც ამ უცნობ მამაკცს ესაუბრებოდა.
YOU ARE READING
Teacher (დასრულებული)
RomanceHe is teacher. She is advocate. They are... Who are they for each other? Read And You Will See The Answer.