she is gone!

809 49 20
                                    

ქალაქში დაბრუნებული ტესა მაშინვე თავისი სახლისკენ გაეშურა და ხმაურიანად შეაღო კარები. ჩანთიანად თავის ოთახში ავიდა და ჩანთაში არსებულ ნივთებს კიდევ რამდენიმე ხელი ტანსაცმელი დაამატა.
უბრალოდ იცოდა რომ ამ ყველაფრისგან დროებით მაიცნ ჭირდებოდა შორს ყოფნა და დასვენება. ზედმეტად ბევრი რამ იყო ამ ორი დღისთვის მომხდარი.
ცალკე ჰარისთან დამღლელი საუბრები ამას დამატებული კი ოლივერის ახალი ამბავი.
ხელში ტელეფონი აიღო და იმ ადამიანს დაურეკა რომელსაც მართლაც თვალდახუჭული ენდობოდა და დარწმუნებული იყო რომ იმედს არასდროს გაუცრუებდა, და მართლაც ასე იყო.

- როგორ ხარ?- ჰკითხა მან ტესას.

- კარგად დამდვილად არა. შენთან თხოვნა მაქვს. - საწოლზე ჩამოჯდა და ამოიოხრა.

- გისმენ. - უპასუხა მამაკაცმა.

- შეიძლება რომ რამდენჯმე დღით შენთან დავრჩე? - ჰკითხა.

- მაგას კითხვა უნდა? - გაიცინა ბობმა- რა თქმა უნდა შეგიძლია. მოგაკითხო თუ შენით მოხვალ?

- მომაკითხავ?- გაიცინა.

- მაინც ზარმაცი ხარ- ბობმა ტელეფონი გათიშა

ტესამ ტელეფონი საწოლზე გადადო და რამდენიმე წუთის მანძილზე მდუმარედ იჯდა. უბრალოდ ფიქრობდა.
გული ტკიოდა ჰარის გამო... იმის გამოც რომ ემილიმ არაფერი უთხრა მას.
ყველაზე მეტად კი ჰარის გამო ტკივა გული, ქალს ეგონა რომ მას ისევ უყვარდა მაგრამ როგორც ჩანს ამ დროის მანძილზე ჰარის გრძნობები განელებულა და მგონი საერთოდან გამქრალა.
ამის გააზრებაზე ტესას უნებურად ცრემლები წამოსცვივდა მაგრამ მალევე მოიწმინდა და სააბაზანოში გავიდა რომ ცრემლებისგან დასველებული სახე წყლით გაეწმინდა.

გამოსვლის დროს ტელეფონზე ბობის ზარი შემოვიდა, რითაც ტესას ატყობინებდა რომ უკვე მის სახლთან იყო და ელოდა.
ქალმა ჩანთა ხელში აიღო დამალევე სახლიც დატოვა. ბობის მანქანაში მოკლათდა.

Teacher  (დასრულებული)Where stories live. Discover now