party

767 47 27
                                    

სახლი დატოვეს და შონის მაქანაში ჩასხდნენ.
მთელი გზის მანძილზე დროს მხიარულად ატარებდნენ, საუბრობდნენ და იცინოდნენ.
მალევე ოფისთან მივიდნენ და შონმაც მანქანა გააჩერა.
სანამ მანქანიდან ჩამოვიდოდნენ იქამდე შენიშნეს რომ ბობი შენობაში შედიოდა.

-ჩვენზე გვიან არ წამოვიდა?- იკითხა შონმა და თან ტესას კარები გაუღო და გადმოსვლაში დაეხმარა.

- სწრაფად სიარული უყვარს- მხრები აიჩეჩა ტესამ და ღიმილით ჩამოვიდა ქვევით.

-მის- თავუ დაუკრა შონმა და ხელი მოხარა, ტესამაც ხელკავი გაუკეთა და ერთად დაიძრნენ შენობისკენ.

ამ დროს  ჰარიმ გააჩერა თავისი მანქანა და  ცოტახნით თავის ადგილზე დარჩა. იცოდა რომ მალე ტესასთან შეხვედრა მოუწევდა და თითქოს ძალებს იკრებდა ამისთვის.

ტესამ და შონმა დარბაზში ერთად შეაბიჯეს და მაშინვე ბობისკენ გაემართნენ რომელსაც უკვე მოესწრო სასმლის ჭიქის ხელში აღება.

- ოჰ ჩვენი საუკეთესო წყვილიც მოსულააა- ხმამაღლა თქვა ბობმა და თან თვალი მათ უკან მომავალ ჰარისკენ გააპარა რომელსაც ამ სიტყვების გაგონების გამო წარბები შეეჭმუხნა და გაბრაზებული მზრერით უმზერდა მათ.

- ბობ!- თვალები დაუბრიალა ტესამ და ამავდროულად გაკვირვებული მზერა ესროლა.

- რა მოხდა უბრალოდ ვთქვი- ჩაიღიმა და ჭიქა პირთან მიიტანა - მიდით რამე დალიეთ მე კი ახლავე მოვალ- თქვა და მათ გვერდი აუარა და ჰარისკენ წავიდა.
ტესას მისკენ არც კი გაუხედია, შონს მიაბყრო მზერა და საუბარი დაიწყეს.
 
ბობი ჰარის წინ დაუდგა და ხელი მხარზე დაკრა.

- როგორ ხარ?- ჰკითხა.

- შენი აზრით?!- ამოიღრინა და ხელები ჯიბეში ჩაიწყო.

- აქ გასართობად მოგიწვიე.

- მაგრამ საერთოდ ვერ ვერთობი- თვალებით  ტესასკენ და შონისკენ ანიშნა-ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან- ჩაიბუტბუტა.

Teacher  (დასრულებული)Where stories live. Discover now