ტესას თვალები ცრემლებისგან ეწვოდა და თვალებსაც ძლივს ახელდა. სახე წაშლილი გქონდა ამ ახალი ამბავის გაგების შემდეგ. ჰარი და ტესა ერთმანეთს უყურებდნენ, ქალი თვალებით ანიშნებდა თუ რამდენაც იმედგაცრუებული და გულნატკენი იყო ჰარის გადაწყვეტილებით,მამაკაცი კი მის განადგურებულ სახეს თვალს ბერ აშორებდა და ამის გამო თავს ცუდად გრძნობდა.
- ტესა..- თითქმის ჩურჩულით თქვა ჰარიმ.
ემილოც იქვე იდგა და ყველაფერი გაიგონა, მიხვდა რომ უკვე ამ ამბის დამალვა აღარ გამოუვიდოდა- ყველაფერს აგიხსნით- ემილიმ მაგიდაზე დადო საკვები და თავის დას მიუახლოვდა
- რას?- ხმა ძლივს ამოიღო და ფეხზე ნელა წამოდგა.
- ამ ყველაფრის დამალვის მიზეზს-ემილი არ ჩუმდებოდა და იმასაც კი ვერ ხვდებიდა თუ როგორ აღიზიანებდა ტესას ახლა მისი საქციელი. - არ ვიცოდი როგორ გვეთქვა ეს ამბავი შენთვის- ნერვიულად საუბრობდა და ცდილობდა დის მიერ პატიება როგორღაც დაემსახურებინა.
- არ არის საჭირო ამის თქმა ემილი. - ამოოხვრით თქვა და ორივეს წინ დაუდგა. ჰარის პირდაპირ თვალებში ჩახედა- არ აქვს მნიშვნელობა რას ცდილობდი და რას არა. ადამიანს რაც უნდა მუდამ იმას სჩადის. შენი სურვილი კი ეს იყო- ტესა ჰარის უყურებდა, ეს სიტყვები სწორედ მამაკაცს ეკუთვნოდა, ცრემლები უხეშად მოიწმინდა- გამანადგურე..- მისი ჩურჩული მხოლოდ ჰარიმ გაიგო.
მათ მოშორდა და კიბეებზე სვლა დაიწყო. როგორც კი ოთახში შევიდა თავისი თავის კმაყოფილი დარჩა რადგან ჩანთა ამოლაგებული არ ჰქონდა და ახლა ამისთვის დროის დაკარგვაც არ მოუწევდა. ტელეფონს ხელი მოჰკიდა და ტაქსის ნომერი აკრიბა. როდესაც თქვა თუ სადაც უნდა მიეკითხა ტაქსს, უთხრეს რომ ცოტათი დააგვიანდებოდა რადგან არც ისე მარტივი გზა იყო გამოსავლელი.- კარგით. მთავარია მოვიდეს- თქვა და ტელეფონი მაშინვე გათიშა.
საწოლზე ჩამოჯდა და ხელი თავზე მიიდო.
YOU ARE READING
Teacher (დასრულებული)
RomanceHe is teacher. She is advocate. They are... Who are they for each other? Read And You Will See The Answer.