ტესამ ტაქსის მძღოლს ფული მისცა და მანქანის კარები გააღო. მარჯვენა ხელი ნაღრძობი ჰქონდა ამიტომ კარის გაღების დროს ხელო ცუდად მოხვდა და ტკივილიც უფრო გაიმძაფრდა. სახე დამანჭა და ტკივილისგან ამოიკვნესა.
-უჰ. - ხელი ხელზე დაიდო.
- კარგად ხართ?- იკითხა ტაქსის მძღოლმა.
- კარგად ვარ. მადლობა- მანქანიდან ნელა გადმოვიდა და კარებიც ფრთხილად დახურა.
სახლისკენ ნელი ნაბიჯებით წავიდა.
კარებზეც ფრთხილად დააკაკუნა და დაელოდა თუ როდის გაუღებდნენ
მალევე მის წინ პატარა სხეული გამოჩნდა- დეიდაა- დაიყვირა სიხარულისგან ანამ და ქალისკენ წავიდა მაგრამ როდესაც მისი ხელი და ნაკაწრებით სავსე სახე დაინახა ღიმილი სახიდან ჩამოერეცხა და ტესას გაკვირვებულმა შეხედა- რა დაგემართა დეიდა? - ამოიკრუსუნა და წარბები შეკრა
- არაფერი პატარავ- შეძლებისსაგვარად გაუღიმა ტესამ
- შენი სახეარ არის კარგად.
- მოიცა ანუ ლამაზი აღარ ვარ?- გაიცინა ტესამ. ცდილობდა ბავშვი გაემხიარულებინა მაგრამ თვითონ ძალიან სუატას იყო როგორც ემოციურად ასევე ფიზიკურადაც ამიტომ ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ბავშვი მხოლოდ გაოცებული უყურებდა დეიდას და ვერ ხვდებოდა მისი სიცილის მიზეზს. - დედასთან წადი ანა.
გოგონამ მას დაუჯერა და მისაღებისკენ დაიძრა.
ტესამ დიდი გაჭირვებით გაიძრო მოსაცმელი და საკიდზე დაკიდა, პატარა ჩანთაც მას მიაყოლა, შემდეგ კი წამლებით სავსე ცელოფანს ხელი მოჰკიდა უნდოდა შეუმჩნევლად ასულიყო თავის ოთახში მაგრამ რა თქმა უნდა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა რადგან მისაღებში დაბრუნებულ ანას უკვე დედასთვის ყველაფერი მოეყოლა.- ღმერთო ტესა- შეიცხადა ემილიმ და დია სახე ხელებში მოიქცია- რა დაგემართა?
- არაფერი- უპასუხა ტესამ.
- როგორ თუ არაფერი? ნახე სახერა დღეში გაქვს- თვალები გაუფართოვდა- წამოდი- ხელი მოჰკიდა და ნელა წაიყვანა მისაღებისკენ. ტესას გასაოცეად მისაღებში ის ადამიანი დახვდა ვისზე ფირის დროსაც მოუვიდა ავარია.
BẠN ĐANG ĐỌC
Teacher (დასრულებული)
Lãng mạnHe is teacher. She is advocate. They are... Who are they for each other? Read And You Will See The Answer.