კელი
ვერ ვიტან ჩემს მასწავლებელს.
და ეს არ არის ისეთი სიძულვილი, რომელიც ტოლერანტულად ითვლება. ისეთი ტიპის სიძულვილია, როდესაც გინდა, რომ ხელები კისრის გარშემო შემოხვიო, მოუჭირო და დაახრჩო. ისეთი ტიპის სიძულვილია, რომ გინდა მის სკამზე წებო დაასხა და გაანადგურო მისი შარვალი. ისეთი ტიპის სიძულვილია, როცა გინდა, რომ გასაღებით დაკაწრო მისი მბზინვარე ბე ემ ვე.
უხეში? არა, მე უხეში არ ვარ. თქვენ რომ იცნობდეთ მას, თქვენც იგივე შთაბეჭდილება გექნებოდათ. საშინლად გამაღიზიანებელია და გოგონები, აქ, Camber High- ში ისე კარგად იქცევიან , როდესაც კვებავენ მის ეგოს ყოველ დღე. შემიძლია ვთქვა, რომ 25 წლისას ჰგავს, თუმცა უფრო ცბიერია, ვიდრე ბაბუაჩემი. მშვენიერი ტანი აქვს, შავი თმები და შოკოლადის თვალები, პატარა ნაცრისფერი ნაპერწკლებით მის შიგნით. კარგად გამოიყურება, ამას ვაღიარებ, მაგრამ მისი პიროვნება მყრალია. და, როდესაც ვამბობ, რომ მყრალია, ვგულისხმობ, იმ სუნს როდესაც აბიჯებთ ძაღლის განავალში. არა, მე არ ვაჭარბებ.
,,მის იანგ?''
თუ უფრო მოტკეცილ შარვლებს ჩაიცვამს, ვფიცავ მეთვითონ წავიყვან მას მკერავთან და ყველა ძაფს მასზე დავახარჯვინებ. რა არის ის? ცდილობს, რომ ელვის პრისლი იყოს? ღმერთო, და რატომ არის მისი თმა ასეთი მბზინვარე? არ გამიკვირდება, თუ ამ დილით მან მთლიანი ვაზელინის ბოთლი გამოიყენა. არ აქვს ცხოვრება? არ ჰყავს ცოლი? უნდა ჰყავდეს. ამის შემდეგ, იგი ასეთი ცნობისმოყვარე არ იქნება. იგი ყოველთვის ამოწმებს ჩანაწერებს გაკვეთილის დამთავრების შემდეგ.
,,მის კელი იანგ?!''
წინ ვიწევი, რეალობას ვუბრუნდები და ვაანალიზებ, რომ მთელი კლასი ჩემი მიმართულებით იყურება. მისტერ მოტკეცილი შარვლის ჩათვლით, რომელსაც მისი მკლავები მკერდის გარშემო აქვს შემოხვეული.