კელიმისტერ ტოდის მანქანის წინა სავარძელზე ვზივარ და ვუყურებ Graysville High School-ს.
ეს სკოლა უფრო პრესტიჟულად და არქიტექტურულად უფრო უკეთესად გამოიყურება, ვიდრე Camber High. ბალახები მიწაზე ახლა გამწვანებულია. იმისდა მიუხედავად, რომ ეს არც ისე შორსაა ჩემი სამეზობლოდან, ეს ჩემი პირველი ვიტიზია აქ.
მალე შენობის კარი იღება და მისტერ ტოდი გამოდის, ახალგაზრდა გოგონასთან ერთად.
თინეიჯერს მისი თვალები ტელეფონზე აქვს მიბჯენილი, როდესაც ორი ეირპოდი ყურებში აქვს გარჭობილი. ისე ჩანს, თითქოს არც კი აინტერესებს სამყაროში რა ხდება.
მისტერ ტოდი რაღაცას ეუბნება და შემდეგ მაგიდისკენ მოდიან.
ეშმაკი სწრაფად მოდის მძღოლის მხარეს, მისი თვალები მზის გამოსხვივებისგან იხუჭება, როგორც კი კარს აღებს. გოგონას, რომელსაც მე ისე ვიცნობს, როგორც მისი ძმისშვილი, ფანჯრიდან ვუყურებ, როდესაც მის ზურგჩანთას ხსნის.
როცა წესრიგდება, ტკბილეულის სუნი მთელს გარემოში ტრიალდებს და ის მზერას მაპყრობს მაშინვე. ,,ვინ ბრძანდებით?'' მისი წარბები შეკრულია დაბნეულობის გამო.
მას აქვს მისტერ ტოდის ყავისფერი თვალები, და მისი ტუჩები ძალიან წითელია.
,,უჰ- მე ვარ..''
,,ის ჩემი მოსწავლეა, ღვედი შეიკარი.'' მისტერ ტოდი ცივად ეუბნება.
წარბებს ვუკრავ. მეც შემიძლია საკუთარი თავის წარდგენა!
მისი ძმისშვილი ტუჩებს ერთმანეთს ადებს.
უცბად ჩემი თვალები მისტერ ტოდის საშინლად გაბრაზებულ მზერას ხვდება.
,,რატომ არ შეგიძლია, რომ პრობლემებში გახვევა შეწყვიტო, მია? მოწევა? სერიოზულად? კიდევ რამდენჯერ უნდა დაგვირეკონ?''
და მგონი, მისი საბოლოო აგრესიის ლიმიტი ვიხილე.
,,ეს მე არ ვიყავი, კარგი? მე არ ვეწეოდი.'' პასუხობს იგი. ''უკვე გითხარი, რომ ეს მე არ ვიყავი.''