2
კელი,,Cause teacher there are things i dont want to learn, and the last one i had made me cry!''
ჯორჯ მიშელის ,,One More Try'' -ს ვმღერი საშხაპეში. საპონს ჩემს სხეულზე დავატარებ. თვალებს დამწვრობისგან ვხუჭავ. ჩემს თავს საშხაპესკენ ვაბრუნებ, რომ წყალი სხეულზე მივისხა. ამასთან ერთად ჩუმად ვჩურჩულებ ჩემი სუნთქვის ქვეშ. ეს ერთადერთი ნაწილია ამ სიმღერიდან, რომელიც ვიცი. მის სიმღერას ვაგრძელებ, თითქოს ჩანაწერი იყოს, რომელმაც რეკორდი დაამყარა. მაგრამ, ეს არ მაინტერესებს, რადგან სახლში ვარ, ჩემს საკუთარ სააბაზანოში, თბილ, გაზაფხულის საშხაპეში და საშინლად სასტიკი დღის შემდეგ, განვიტვირთები. შემიძლია ის გავაკეთო რაც მინდა, იმაზე ღელვის გარეშე, რომ ვიღაც ოღლინგით (თვალებით კრიტიკა) შეხედავს ყველა იმ ქცევას, რასაც გავაკეთებ.
საშხაპედან გავდივარ. ფეხს რბილ მატერიაზე ვდგამ და შემდეგ, ჩემს პირსახოცს სხეულზე ვიხვევ. ჩემს ყვავილებიან საღამურს ვიცვამ და სააბაზანოს ვტოვებ. მინდა, რომ ჩემი კლასის დავალებები გავაკეთო, თუმცა პურის და ლაზანიის სუნი მაღლაც კი ამოდის. ამიტომ, ამ სურვილს გვერდზე ვდებ, სანამ ჩემს მუცელში ხმამაღალ ღრიალს არ გამოვკვებავ.
ხმამაღალი ღრიალი, რომელიც დამეხმარა, რომ იმ ნაბიჭვრის წინ შევრცხვენილიყავი დღეს. და იმ ფაქტის მიუხედავად, რომ მისი სტუდენტი მშიერი იყო, მან მაინც მთლიანი ორცხობილა შეჭამა. თითები ელეგანტურად გაისუფთავა, თითქოს არ ჰქონდა წარმოდგენა რა არის თანაგრძნობა. ვეღარ ვითმენ, ისე საშინლად მინდა გამოსაშვები. ამის შემდეგ, აღარ მომიწევს მისი უსიამოვნო სახის დანახვა.
თვრამეტი წლის ვარ ჩემს ბოლო წელიწადს სკოლაში - უკვე მეორედ. წინა წელს, მეთორმეტე კლასში დამაბრუნეს, რადგან, როგორც მთავარმა თქვა, მიღწევები არ მქონდა. ჰო, საშინელებაა, როდესაც ხედავ, რომ შენი ჯგუფელები იმ ლურჯ მანტიებში და შავ ქუდებში, წითელ ხალიჩაზე გადიან და ფანტაზიებს ისვრიან კოლეჯის შესახებ. შენ კი კიდევ ერთ წელი Camber High- ში ხარ გაჭედილი. გაჭედილი ეშმაკთან ერთად, რომელიც მასწავლებელია.