29

550 18 8
                                    

მესამე ადამიანი

დერიკი ხედავს მის საუკეთესო მეგობარს, რომელიც გარეთ მიიჩქარის. წარბებს კრავს ნერვიულობისგან და სკამიდან დგება, კელისთან მიდის.

კელის საშინლად ჭირდება ჰაერი. ისეთი შეგრძნება აქვს, თიტქოს იხრჩობა.

,,კელი,'' დერიკი მას ეძახის სკოლის აუდიტორიის გარეთ, კელი კი თავს ხელებში რგავს და მათში ტირის.

ღამე ძალიან ცივია.

კელიმ ყველაფერი აურია, და არა მხოლოდ ეს, აწყენინა. აწყენინა იმ ერთადერთ კაცს, რომლის მიმართაც ძლიერი გრძნობები ჰქონდა. საკუთარ თავს ამაზე მეტად ვერ შეიძულებს.

,,კელ?'' დერიკი მკლავს მხარზე ადებს. ,,რა პრობლემაა?''

კელი ტრიალდება დერიკისკენ, როდესაც ცრემლები თავისით მოდიან კელის ლოყებზე. ,,მ-მე მას ვუთხარი, რომ უხერხულობაში მაგდებდა..'' მისი სიტვები გატეხილი და დამაბნეველია, მაგრამ დერიკი მაინც იგებს მათ.

,,რა? ვის?''

სხეული უკანკალებს კელის. ,,მისტ-მისტერ ტოდს.''

,,მოიცადე... რატომ უთხარი?''

,,კელი?'' ჯაგერი გამოდის შენობიდან და ხელები ჯიბეებში აქვს. დაბნეულია, როდესაც კელის ხედავს.

დერიკი მის ხედში დგება, და სახეს მისკენ ატრიალებს. ,,ერთი წუთი მოგვეცი. მალე დავბრუნდებით.''

ჯაგერი ნიკაპს წევს. ,,რა სჭირს?''

,,უბრალოდ თავს კარგად ვერ გრძნობს.''

,,კარგი.'' თვალებს წევს .

დერიკი ხვნშის და კელის უყურებს, ცრემლებს უწმინდავს. ,,არა უშავს.''

,,უშავს. მას ვძულვარ.''

,,აი, ამაში შეგეკამათები. აქ მოდი.'' მის მხრებში იკრავს. ,,რატომ უთხარი ეს?''

,,უბრალოდ- მე მეგონა საკმარისად კარგი არ ვიყავი.. და არ მინდოდა, რომ მისი სამუშაო დაეკარგა.''

,,არა უშავს, მოდი ვილაპარაკოთ. დავჯდეთ და ვისაუბროთ, კარგი?''

მაჩვენე. Where stories live. Discover now