9

454 19 1
                                    

მესამე ადამიანი

,,იეიი, მადლობა! იმედებს არ გაგიცრუებთ.''

ნიკოლაი მის ტყავის სავარძელში ეშვება. იმ ხელს მაღლა წევს, რომელიც ცოტა ხნის წინ კელის ეჭირა. ეს ინციდენტი უკვე ორი საათია, რაც დასრულდა, თუმცა მას არ შეუძლია დაივიწყოს. რაღაც ამოუცნობი მიზეზის გამო ისევ აქ არის.

კელის ხელი ძალიან რბილი და პატარა იყო, ნიკოლაის ხელის ქვეშ ისე შესანიშნავად მოექცა, თითქოს სპეციალურად მისთვის დამზადებული ხელთათმანი ყოფილიყო. სადღაც, მისი გონების დამალულ ნაწილებში, მას ეს მოეწონა იმაზე მეტად, ვიდრე ამას დაუშვებდა.

ნიკოლაი თავის საქმეს აგრძელებს, თავს აქნევ და სავარძელში სწორად ჯდება. ამ ყველაფერის სემდეგ, ის ძალიან დაკავებული მამაკაცია, იმისთვის, რომ ასეთი რამ იფიქროს არასრულწლოვანზე. (კელი არასრულწოვანი არარის, მაგრამ აქ იგულისხმება ნიკზე პატარა რა დ სხვანაირად ვერ ვთარგმნე.)

როგორც კი ფაილს იღებს მისი მაგიდიდან, ვიღაც კარზე აკაკუნებს.

,,შემოდით.''

კარი არ იღება რამდენიმე წამის შემდეგ, ამის გამო კი, ორი ქალური ხმა ესმის კარის უკნიდან. იმ ფაქტის მიხედვით, რომ მას კარგი სმენა აქვს, ოთახის კედლები საშინლად თხელია, ამიტომ უფრო ადვილია გაიგოს, თუ რას ამბობენ ისინი.

,,პირველი შენ წადი.''

,,არა, მეშინია.. ის უხეშია.''

,,შენ მოგწონს ის. მიდი, უბრალოდ სთხოვე, ფრეია!''

,,ჩემთან ერთად წამოდი.''

ბოლოს, კარი ნელა იღება. თვალებს კარის მიმართულებით აბჯენს და ორ ქალბატონ მოსწავლეს უყურებს, რომლებიც კაბინეტში დაგვიანებით შედიან.

ნიკოლაი დაახლოებით სამი წელია ამ სკოლაში მუშაობს, და გოგონებს ყოველთვის მოსწონთ ის და მის წინ ძალიან მორცხვები ან გახსნილები არიან. ხანდახან ცდილობს, რომ არ შეიმჩნიოს, მაგრამ როცა გოგონები ზედმეტებში გადადიან, ის ეუბნება მათ, რომ მათი ქცევა შეუსაბამო. ისეთი მამის ყოლამ, რომელიც ჯარის ოფიცერია გახადა ნიკოლაი წესების მოყვარული, აქედან გამომდინარე, მისი მოსწავლეებისთვის ან თანამშრომლებისთვის სიყვარულის გამოვლენა, არასდროს ყოფილა მისი ბუნება. სამსახური სამსახურია, და სიამოვნება სიამოვნება. მას არ სჯერა ამ ორი რამის ერთმანეთის შერწყმაში.

მაჩვენე. Where stories live. Discover now