26

585 16 3
                                    


,,შენთან ერთად არ წამოვა, ამაზე არც კი იოცნებო."

ნიკოლაი კელის გვერდით ჩერდება და ახალგაზრდა ვოკალისტის წინ, რომლის თავი გვერდზეა მიმართული და მისი ნაცრისფერი თვალები შეცბუნებული იყურებიან.

,,ამმ.. და თქვენ ხართ?" ჯაგერი ხელებს ჯიბეებში ყოფს.

,,მისი მასწავლებელი." მისტერ ტოდი პასუხობს.

ნიკოლაის თავი აწეულია, წარბები შეკრული აქვს, როდესაც მშვიდად ახამხამებს თვალებს. მისი გამოჩენა, დგომა, არსებობა თავდაჯერებულობას ყვირის, და ეს ყველაფერი ბიჭს ნაკლებად დომინანტურად აგრძნობინებს თავს.

,,ოჰ, ბოდიში. არ ვიცოდი." ჯაგერი ხელებს ჯიბეებიდან იღებს, როგორც პატივისცემის ნიშნად.

,,ნუ, სკოლის ტერიტორიაში ხარ, და ეს კაბინეტია.'' ნიკოლაი გარშემო იყურება. ,,დარწმუნებული ვარ ოც წელზე პატარად არ გამოვიყურები. აბა, რას მოელოდი ბავშვო?''

კელი ამჩნევს მის ძლიერ ხმის ტონს, როდესაც მას უყურებს. მას იგივე მზერა ჰქონდა მაშინ, როდესაც კელიმ ნომერი მისცა ჯაგერს.

კელი პირს აღებს. ,,სერ-''

ნიკი ხელს წევს, რომ გააჩუმოს. ,,რა საქმე გაქვს მასთან, რას ამბობ?''

,,მინდა რომ პაემანზე წავიყვანო.. სერ.'' ჯაგერი უცბად პასუხობს, აინტერესებს ეს რატომ უნდა უთხრას მას. ,,ჩემი დაც ამ სკოლაში დადის. ვიცი, რომ სამის ნახევარზე მთავრდება, ამიტომაც მოვედი. ახლა უნდა წავიდეს, არა?''

,,არა, მას სესია აქვს ჩემთან სკოლის შემდეგ.''

დღეს არა. ნიკოლაიმ უთხრა, რომ დღეს არ ექნებოდათ გაკვეთილი, რადგან კელის დავალებები აქვს გასაკეთებელი.

კელი ნიკოლაის უყურებს. ,,არა, არ მაქვს.''

კელის უყურებს. მისი პირი იხსნება, შემდეგ კი იკეტება.

,,სესია არ მაქვს თქვენთან დღეს, მისტერ ტოდ. დაგავიწყდათ?''

ეს გოგონა ძალიან გულუბრყვილოაა. ნიკოლაი ხვნეშის და ბიჭს უყურებს.

მაჩვენე. Where stories live. Discover now