კელი
გაჟღენთილი ლეკვი.
ეს არის ის რასაც, ამ მომენტში ჩემს თავს ვუწოდებდი. ჩემი თმა ჩემს შუბლზეა მიკრული, ჩემი უნიფორმა კი უფრო მამძიმებს, ხოლო ჩემი წინდების გამაღიზიანებელ ხმას ქმნიან ჩემს ფეხსაცმელებში.
კევინის დედაც.
მისტერ ტოდის დედაც.
და იმ ავტობუსის დედაც, რომელიც ასე შორსაა.
მართვის მოწმობის აღებაში ორჯერ ჩავიჭერი, ამიტომაც არ მყავს მანქანა. დედაჩემმა კიდევ ერთი ტესტი დანიშნა მოგვიანებით ამ წელიწადში, მაგრამ ამ დროისთვის უკვე სკოლას დავამთავრებ. იმედია.
ჩემი სამიზნე საბოლოოდ ჩანს. ჩახვეული ავტობუსის გაჩერება ჟანგიანი თუთიის ჭერით, რომელსაც ხვრელები აქვს ამოსვრილი. საკმარისი არ იქნება წვიმისგან თავშესაფრად; ეს ნამდვილად არ არის. მაჯაზე წვრილ საათს ვამოწმებ და ეკრანზე შეკრებილ წყლის წვეთებს ვიწმენდ დროის გასაგებად.
7:02.
ვხვნეში და გზას ვაგრძელებ. ვიმედოვნებ, რომ ავტობუსი მალე მოვა, მზერას ჩემს პირდაპირ ვასწორებ, კბილები კი სიცივისგან მიკანკალებს.
უცბად მანქანა ჩემს გვერდით ჩადის, ხმამაღალი სიგნალი პირდაპირ თავში მირტყამს.
არა, დღეს არ მიტაცებენ.
უცნობი ბორბლები ჩემს უკან ტრიალს იწყებენ და მე ფეხს ვუჩქარებ, თითქმის უკვე მივრბივარ, ჩემი წელი სწრაფად მოძრაობს, თითქოს შაკირა ვიყო. ის ყველა ტვერკის ვარჯიშის ვიდეოები, მართლა მეხმარება. თეძოები არ მღალატობენ.
,,პატარა გოგოვ.''
,,თავი დამანებე! პოლიციას ვურეკავ!'' ვყვირი და უარს ვამბობ, რომ უკან გავიხედო.
გაღიზიანებისგან ღვნეშას ვიგებ, მანამდე სანამ, ეს ადამიანი ისევ ლაპარაკს დაიწყებს. ,,კელი იანგ.''
მოიცადე. მისტერ ტოდი?
მე ვიყურები უკან, რომ დავინახო ჩემი ისტორიის მასწავლებელი, რომელსაც მოუთმენელი მზერა აქვს გამოსახული მის სახეზე.